გთხოვთ, მითხარით, რითაა სასარგებლო რძის შრატი. პატივისცემით, გ.დ.
წერილს პასუხობს კლუბ “ჯანმრთელობა”-ს დირექტორი, ექიმი-ფიტოთერაპევტი, ბორის სკაჩკო.
შრატი ძალიან სასარგებლო პროდუქტია, რომელსად სამკურნალო მოქმედებაც აქვს. იგი შეიცავს დიდი რაოდენობით კალციუმს (მეტს, ვიდრე რძე და ხაჭო), რომელიც აუცილებელია ადამიანის ორგანიზმისთვის, ჩონჩხის სიმყარისა და სხვა სასარგებლო ნივთიერებების ათვისებისთვის.
გარდა ამისა, ორგანული მჟავების შემცველობით, შრატი ორგანიზმისთვის ენერგიის წყაროა, სასარგებლოა ტვინისა და სხვა ორგანოების მუშაობისთვის. ამ მჟავების ხარჯზე, შრატი არეგულირებს სისხლის pH დონეს, მოქმედებს თირკმლებზე, როგორც კარგი და რბილი შარდმდენი სასუალება, შლის ოქსალატებსა და ურატებს.
შრატის სამკურნალო, კერძოდ, შარდმდენი და გამწმენდი მოქმედება ძლიერდება მასში პირშუშხას, ოხრახუშის ან ნიახურის დამატებით. მიუხედავად ამისა, თუ ადამიანს თირკმლებში კენჭები აქვს, შრატის ბურახის მოხმარება უნდა დაიწყოთ მცირე დოზებით, 3-4 ყლუპით, როგორც აპერიტივი ჭამამდე ან ჭამიდან 30 წუთის შემდეგ, თანდათან დოზა დღეში სამჯერ, 100 მლ-მდე უნდა აიყვანოთ.
ბურახი პირშუშხით (ოხრახუშით, ნიახურით)
დახეხეთ 100 გ პირშუშხა, დაასხით 3 ლ შრატი, დააყენეთ 3-5 დღე. დალიეთ ზემოთ მითითებული ინსტრუქციის მიხედვით.
ასეთი ბურახი აძლიერებს სისხლის მიმოქცევასა და სისხლის ნაკადს, კერძოდ, მცირე მენჯის ორგანოებში, ასტიმულირებს მათ მუშაობას. როგორც ბუნებრივი დადუღების პროდუქტი, შრატი სასარგებლოა დისბაქტერიოზის დროს, თუმცა, ამ შემთხვევაში, მას უჯრედისიც უნდა დაუმატოთ, მაგალითად, 2 ს.კ. ქატო 150 მლ კარგად გააზავოთ და ცალკეულ კერძად მიირთვათ.