ავოკადოს იყენებენ როგორც საკვებად, ასევე კოსმეტიკურ საშუალებად

177
ფოტო:pixnio

„გთხოვთ, მითხარით, თუ რით არის სასარგებლო ავოკადო. პატივისცემით, ვ.კ.“.

წერილს ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი ლიუბოვ დუდჩენკო პასუხობს:

ავოკადოს, იგივე „ალიგატორის მსხლის“ სამშობლო სამხრეთ ამერიკაა. ნაყოფი გამოიყენება საკვებში როგორც ახალი, ასევე დაკონსერვებული სახით, ასევე ცხიმოვანი ზეთის მისაღებად.

ავოკადოს ზეთი A, B, D, K და E ვიტამინების დიდი შემცველობით გამოირჩევა. ზეთი ფართოდ გამოიყენება კოსმეტოლოგიაში, რადგან თავისი შემადგენლობით ადამიანის კანს ჰგავს, ამიტომ ნებისმიერი ტიპის კანი ადვილად აღიქვამს.

ავოკადოს ზეთი სასარგებლოა პრობლემური კანის, დამწვრობის, ჭრილობის, ელასტიკურობის დაკარგვის, სიმშრალის, ანთების და კანის აქერცვლის დროს. ის ნაოჭების საწინააღმდეგო კრემების კომპონენტად იყენებენ.

ასევე ავოკადოს ზეთი გამოიყენება სტომატოლოგიაში ანთებითი პროცესების, ღრძილების სისხლდენის და სხვა უსიამოვნების დროს.

მას საბაზისო ზეთად იყენებენ ეთერზეთებთან ერთად, კერძოდ ჩაის ხის ზეთთან ერთად.

მშრალი და ნორმალური თმის მოსავლელად ასეთ ნარევს ამზადებენ: 10 წვეთი ავოკადოს ზეთი 100 მლ შამპუნს აურიეთ.

ნაოჭების საწინააღმდეგოდ ასეთი ნარევი მოამზადეთ: 1 ს/კ ავოკადოს ზეთს 1-2 წვეთი ლაიმის ან ვარდის ეთერზეთი დაუმატეთ. პრობლემურ ზონაზე დღეში 2-ჯერ, 15-30 წუთით წაისვით.

ცელულიტის დროს 1-2 ს/კ ავოკადოს ზეთის და 1-3 წვეთი ლიმონის ეთერზეთის ნარევით უხეშ მასაჟს იკეთებენ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს