წელს ჩემს ნაკვეთზე ნიახური კარგად მოდის. მას, ძირითადად, სალათებში ვიყენებ. გამიგია, რომ იგი სასარგებლოა მამაკაცებისთვის. რაში მდგომარეობს ნიახურის სარგებელი? პატივისცემით, ა.პ.
წერილს პასუხობს ექიმი-ნევროპათოლოგი, ვლადიმერ ბოლსუნი.
ნიახურს მძლავრი ბიოსტიმულატორული თვისება აქვს. საშემოდგომო დეპრესიის დროს, იგი უბრალოდ შეუცვლელი პროდუქტია. თავისი ამგზნები მოქმედებით, ნიხური ყველა მწვანე ბოსტნეულს უსწრებს.
ავსტრიელმა მეცნიერებმა დადგინეს, რომ ნიახურიანი საკვების ერთი ულუფაც კი აუმჯობესებს მამაკაცის პოტენციას. იმპოტენციის დროს იღებენ ბოსტნეულის თესლის ნაყენს (შეგიძლიათ ხმელი, დაქუცმაცებული ფესვის გამოყენებაც): 1 ს.კ. ნედლეულს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი და დააყენეთ 4 საათით. მიიღეთ 1 ს.კ. დღეში სამჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე. მკურნალობის კურსი 1 თვეს მოიცავს.
ნიახურს, აგრეთვე, აქვს გამოხატული შარდნდენი მოქმედებაც. იგი გამოიყენება თირკმლების დაავადებების სამკურნალოდ, ხელს უწყობს სისხლარმოქმნის პროცესს და აუმჯობესებს სისხლის ყველა მაჩვენებელს.
ორგანიზმის საერთო ტონუსის ასამაღლებლად ამზადებენ დაქუცმაცებული ფესვის ცხელ ნაყენს: 2 ჩ.კ. ფესვს ასხამენ 1 ჭიქა მდუღარე წყალს, აყენებენ და იღებენ 1/3 ჭიქას დღეში სამჯერ, ჭამის წინ.