ჯანჯაფილი ინსულტის წინააღმდეგ

673
ფოტო: freepnglogos & pixabay edited by paparazzi.ge

ჩვენს განვითარებად საუკუნეში ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ დაავადებად ითვლება სხვადასხვა სისხლძარღვოვანი დარღვევა. ცხოვრების უმოძრაო წესი და, რაც მთავარია, ძლიერი ინფორმატიული ზეგავლენა იწვევს ენერგეტიკულ გადატვირტვას (გადახურებას) თავის ტვინის სხვადასხვა ზონაში. ამის შედეგია თავის ტვინის სისხლძარღვების ავტონომიური რეგულაციის ადაპტაციის მოშლა.

ტვინს აწუხებს ათეროსკლეროზი და ინფორმატიული სტრესი

თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის შეძენილი დარღვევები ახლა ძალიან ფართოდაა გავრცელებული ახალგაზრდებშიც. თუ ეს დარღვევები მოხუცებში სტენოზითა და სისხლძარღვების ათეროსკლეროზით აიხსნება, ახალგაზრდებში ეს, უპირველეს ყოვლისა, ხანგრძლივი ინფორმატიული სტრესია.

როგორც ექიმი-ნევროპათოლოგი და ჩხვლეტის თერაპვეტი, დიდხანს ვეძებდი ეფექტურ და, რაც მთავარია, ხელმისაწვდომ საშუალებას, რომლის ათვისებასაც თავად დაავადებული ადამიანი შეძლებდა. შემოთავაზებული აღმოსავლური მეთოდიკა შესანიშნავად დაეხმარება როგორც მოხუც, ისე ახალგაზრდა პაციენტებს, რადგან იგი მოიცავს გამახურებელ, რეფლექტორულ ზემოქმედებას და მთელი თავის ტვინის ენერგეტიკის გააქტიურებას. მეთოდიკა იმაში მდგომარეობს, რომ ნედლი ჯანჯაფილის ფესვის თხელი ფირფიტები ერთდროულად ემაგრება აქტიურ რეფლექსოგენურ ზონებს, რითიც ჩაკეტილ ენერგეტიკულ კონტურს ქმნის. ეს კონტური გაძლიერდება, გააძლიერებს თავად ადამიანის ენერგეტიკას ჩინური მერიდიანების სისტემის მიხედვით.

აქტიური წერტილების გახურება ადამიანის ენერგეტიკას გააძლიერებს

  1.  ჯანჯაფილის ნედლი ფესვი დაჭერით თხელ ფირპიტებად, ხუთთეთრიაი მონეტების დიამეტრითა და 2-5 მმ სისქით. 5 ც ერთი სეანსისთვის.
  2. თხემი (ახალშობილებში დიდი ყიფლიბანდის ზონა) დაისველეთ წყლით და აქვე დაიდეთ პირველი სქელი ფირფიტა – 0.5 სმ სისქის. თავად პაციენტმა ან მისმა ახლობელმა ოდნავ უნდა დაზილოს ზემოქმედების ეს ზონა. თუ ადამიანი მსუბუქ გახურებას არ გრძნობს, ფირფიტაზე თითების დაჭერით, იგი მცირე სპირალური მოძრაობებით უნდა ატაროს ამ ზონაზე. კანისა და ჯანჯაფილის საუკეთესო კონტაქტისთვის, მასზე მარილით სავსე ქისა მოათავსეთ.
  3. მომდევნო ორი ფირფიტა ხელის გულების ცენტრში უნდა დალაგდეს. ისინი კანს მჭიდროდ რომ მიეკროს, დაამზადეთ ქსოვილის პატარა მუთაქა, რომელიც მუჭში მოხერხებულად ჩაეტევა. ეს ზონა ენერგეტიკულად შეესაბამება მზის წნულს (მანიპურა ჩაკრას). თუ ადამიანს არ შეუძლია ხელის მომუჭვა, მუთაქები მჭიდროდ გადაახვიეთ ბინტით.
  4. შემდეგი ფირფიტა სანტავიკით უნდა მიიმაგროთ კუჭის არეში, ჩაღრმავებაზე.
  5. ბოლო, ყველაზე თხელი და მნიშვნელოვანი ფირფიტა – 2 მმ, უნდა ჩაიდოთ პირში, ისე, რომ ადამიანმა მას ენით მიაჭიროს სასას და მწველი გემოს სრულად გაქრობამდე. თუ პაციენტს არ შეუძლია ამის გაკეთება, დამხმარემ საჩვენებელი თითით უნდა მიაჭიროს ფირფიტა სასას. შეცვალეთ გემოს გაქრობის შემდეგ, სეანსში ერთხელ.
  6. მთელი სეანსი 10-15 წუთს მოიცავს. დღეში საჭიროა 1-2 სეანსის ჩატარება, პირველი დილით, უზმოზე უნდა გაიაროთ. ასეთი მკურნალობა ზედიზედ 5 დღე უნდა გაგრძელდეს. თხემსა და სასაზე მოთავსებული ფირფიტები აუცილებლად ერთმანეთის პირისპირ უნდა იყოს. მუცელსა და ხელებზე მოთავსებული ფირფიტები კი ზრდის მთელი ორგანიზმის ენერგეტიკას, ქმნის ენერგეტიკულ საფუძველს ზედა ფირფიტებისთვის.  ასევე, რეკომენდებულია ჯანჯაფილის თაფლიანი ჩაის დალევაც. ხმელი ჯანჯაფილი შეგიძლიათ დაუმატოთ ცომს, თუნდაც ორცხობილების გამოცხობისას.

ტოქსინებისგან გაწმენდა დააჩქარებს ეფექტს

ხშირად, ინსულტს, განსაკუთრებით კი მწოლიარე ავადმყოფებში, თან ახლავს ნაწლავების მუშაობის დარღვევა და მთელი ორგანიზმის ინტოქსიკაცია. შესანიშნავი ბუნებრივი ენტეროსორბენტები, რომლებიც მიმოცვლის ტოქსიკურ პროდუქტებს გამოდევნის, გახლავთ მცენარეული უჯრედისი და პექტინი. ამ ყველაფერს შეიცავს სალათი, რომლის რეცეპტსაც ახლა შემოგთავაზებთ:

3 წილი მჟავე კომბოსტო, 2 წილი ზღვის კომბოტო, 2 წილი ნედლი სტაფილო, 2 წილი ტკბილი, დაკონსერვებული (მოხარშული) სიმინდი ან მოხარშული ჭარხალი, 2 წილი ხახვი, სალათის ფურცლები ან ჩინური კომბოსტო შეურიეთ, შეაზავეთ მარილითა და მზესუმზირის ზეთით გემოვნებით. მიირთვით დაუყოვნებლად, ოღონდ კარგად დაღეჭეთ. ასეთი სალათის ჭამა ზედმეტი ვერ მოგივათ.

აგრეთვე, წიწიბურისა და ქატოს ფაფა, ქიშმიშითა და შავი ქლიავით, მწოლიარე ავადმყოფებში ყაბზობის პროფილაქტიკას შეუწყობს ხელს. ამ ინტენსიური მკურნალობის დროს, ორგანიზმი თითქოს გაიღვიძებს და დაიწყებს შინაგანი თავისუფლებისთვის ბრძოლას.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს