ეს მცენარე აუმჯობესებს საკვების მონელებას, შლის თრომბებს და ორგანიზმიდან გამოდევნის შლაკებს.

5155
ფოტო:Anna reg on wikimedia

პირშუშხა მრავალწლიანი მცენარეა, რომლის სამშობლოც სამხრეთ-აღმოსავლეთი ევროპა გახლავთ. მას, ძირითადად, სანელებლად იყენებენ, ნედლი და ხმელი ფესვების სახით, იშვიათად – ახალგაზრდა ფოთლებსაც უმატებენ საკვებს. მცენარის ფესვები და ფოთლები გამოიყენება სალათების, წვნიანების, ბოსტნეულის მწნილების დასამზადებლად.

პირშუშხა, გარდა იმისა, რომ კულინარიაში ფართიდ გამოიყენება, ძალიან პოპულარული პროდუქტია ხალხურ მედიცინაშიც. ეს სამკურნალო მცენარე მძლავრი ფიტონციდური თვისებებით აუმჯობესებს საკვების მონელებას, შლის თრომბებს და ორგანიზმიდან გამოდევნის შლაკებს. პირშუშხა სასარგებლოა დიაბეტის დროსაც, რამდენადაც “წმენდს” ლანგენჰარსის კუნძულებს დაგროვილი ლორწოსგან, ასევე, წმენდს სისხლის მთელ გზას.

გაყინული კიდურებისა და სისხლის მიმოქცევის დარღვევის დროს, გიღცევთ დახეხილი ან დაფქული პირშუშხას, დაფქული ბერძნული კაკლისა და წიწიბურის თაფლისგან მოამზადოთ სამკურნალო მასა. 100-100 გ ინგრედიენტები შეურიეთ და შედგით მაცივარში, მიირთვით დღეში სამჯერ, ჭამამდე 1 საათით ადრე, დააყოლეთ მწვანე ჩაი.

ფეხებზე დაავადებული ვენების სამკურნალოდ, 80 დღის განმავლობაში უნდა დალიოთ “პირშუშხას წყალი”. 1 კგ დაქუცმაცებულ ფესვებს დაასხით 2 ლ ცივი გადადუღებული წყალი. კარგად მოურიეთ, დააყენეთ და მიირთვით გაუწურავად, 1-2 ს.კ. დღეში სამჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე, დააყოლეთ წიწიბურას, წაბლისა და კალენდულას ყვავილების ნახარში. 1 ს.კ. მასას დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ 10 წუთით და დაუმატეთ 1 ს.კ. თაფლი.

დიაბეტის სამკურნალოდ გთავაზობთ ასეთი “სალათის” რეცეპტს: დაკეპეთ პირშუშხას ფესვი, შავი ბოლოკი, ოროვანდის ფესვი (100-100 გ). დაასხით არაყი (უმჯობესია, ჭაჭა) 1:1 თანაფარდობით. ეს “ფაფა” მიიღეთ 1 ჩ.კ. ოდენობით, ჭამამდე 15 წუთით ადრე და ჭამიდან 15 წუთში. ამ მასისგან გაიკეთეთ კომპრესები კუჭქვეშა ჯირკვლის არეზე.

პირშუშხას სალათი სოკოთი

1 ულუფა სალათისთვის დაგჭირდებათ

  • 50 გ ხმელი სოკო
  • 30 გ არაჟანი
  • 1 ჩ.კ. დახეხილი პირშუშხა
  • მარილი გემოვნებით

მოხარშეთ და წვრილად დაჭერით სოკო, დაუმატეთ მარილი. პირშუშხა და არაჟანი შეურიეთ და მორწყეთ ამ მასით სოკოები.

პირშუშხას სალათი სტაფილოთი

1 ულუფა სალათისთვის დაგჭირდებათ

  • 100 გ სტაფილო
  • 20 გ დახეხილი პირშუშხა
  • 1 ს.კ. ლიმონის წვენი
  • 1 ს.კ. მცენარეული ზეთი
  • მარილი და შაქარი გემოვნებით
  • მწვანილი

სტაფილო დახეხეთ საშუალო ზომაზე, შეურიეთ პირშუშხა და მწვანილი, ლიმონის წვენი, მარილი და შაქარი გემოვნებით. შეაზავეთ ზეთით.

პირშუშხას სალათი ჭარხლითა და ნიგვზით

მსხვილად დახეხეთ მოხარშული წითელი ჭარხალი. დაუმატეთ 100 გ დახეხილი პირშუშხა და დაქუცმაცებული ნიგოზი. მარილი, შაქარი და ვაშლის ძმარი – გემოვნებით. შეაზავეთ ზეთით.

პირშუშხას სალათი ვაშლით

შეურიეთ 100 გ დახეხილ პირშუშხას 2 დიდი დახეხილი ვაშლი. მარილი და შაქარი დაუმატეთ გემოვნებით. შეაზავეთ არაჟნით.

მოხმარებამდე ფესვები უნდა გაფცქვნათ, გარეცხოთ და 5 საათით ცივ წყალში გააჩეროთ. ამის შემდეგ, დახეხეთ წვრილად ან გაატარეთ წვენსაწურში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს