54 წლის ასაკში ჩემი ორგანიზმი ტოქსინებისგან გავწმინდე. რეგულარულად ვიღებ ამ უგემრიელეს ბოსტნეულს.

2622

ღვიძლი მუდმივად ექვემდებარება სხვადასხვა ტოქსინის მავნე ზემოქმედებას და მუდმივ ანთებით პროცესშია, თუმცა, მისი ფუნქციონირების დარღვევების გარეშე.

მიუხედავად ამისა, ზოგიერთი სპეციფიკური ფაქტორის ზეგავლენის დროს, ანთებითი პროცესი ერთდროულად ღვიძლის უჯრედების ძალიან დიდ ნაწილს მოედება, რაც ამ ორგანოს ფუნქციონირების დამრღვევი ანთებითი პროცესის გამოწვევას განაპირობებს.

ღვიძლის ტოქსინებით ხანგრძლივი გაღიზიანების შედეგად, უჯრედები ნელ-ნელა იღუპება და შემაერთებელი ქსოვილიც მუდმივად იზრდება, რაც ნაწიბურების გაჩენას იწვევს. ამ პათოლოგიურ პროცესს ციროზი ეწოდება.

ღვიძლის დაავადებების დროს ძალიან სასარგებლოა ჩვეულებრივი გოგრა. ამ ბოსტნეულის თერმულად დამუშავებული რბილობი მძლავრი სორბენტია, რომელიც მნიშვნელოვნად შეამცირებს ნაწლავებიდან ღვიძლის ტოქსინებით გაღიზიანებას, ასევე, შეიცავს A ვიტამინს, რისი წყალობითაც მნიშვნელოვნად აჩქარებს ღვიძლის ანტიტოქსიკურ ფუნქციას.

კარგი მოქმედება აქვს გოგრის წვენსაც. ამისათვის, ბოსტნეულს უნდა მოაჭრათ ზედა ნაწილი, ამოაცალოთ თესლი, გაავსოთ თაფლით, დაახუროთ მოჭრილი თავი და ნაკერი ამოავსოთ ცომით ისე, რომ ჰაერის შეღწევა შეუძლებელი იყოს. დააყენეთ ასე 9 დღით, ბნელ ადგილას. მიღებული წვენი უნდა დალიოთ 1 ს.კ. დღეში 4-5-ჯერ, ჭამის წინ.

პათოგენური მიკროფლორის აქტიურობის შემცირებაში დაგეხმარებათ შავი ბოლოკის წვენიც. იგი უნდა მიიღოთ 1 ჩ.კ. – 1 ს.კ. ოდენობით, დღეში სამჯერ, ჭამის შემდეგ. თუმცა, ეს საშუალება ფრთხილად უნდა გამოიყენოთ, რამდენადაც მას ღვიძლის უჯრედების გაღიზიანება შეუძლია.

ვირუსული ჰეპატიტისა და საყვითლოს დროს, გამოიყენეთ პირშუშხას ნედლი ფესვის ნაყენი: 50 გ პირშუშხას ფაფას დაასხით 300 მლ მდუღარე წყალი და დააყენეთ 1 საათით თავღია ჭურჭელში. მიიღეთ 1/4 ჭიქა დღეში ოთხჯერ, 7 დღის განმავლობაში.

ღვიძლისა და სანაღვლე გზების პათოლოგიების დროს, რეკომენდებულია დღეში 0.5 გ მუმიეს მიღება 1 თვის განმავლობაში.

ქრონიკული ჰეპატიტის, ღვიძლის დეტოქსიკაციისა და გამომყოფი ფუნქციის დარღვევის დროს, ეფექტურია ასეთი ნაკრები: 40 გ ძირტკბილას ფესვი, მაღალი კულმუხოს 40 გ ფესვები, ფესურებით, 30 გ დიდი მრავალძარღვას ფოთლები. 1 ს.კ. ნარევს დაასხით 500 მლ წყალი, აადუღეთ, ხარშეთ ნელ ცეცხლზე 10-15 წუთით, დაუმატეთ ნახარშს 1 ს.კ. ასეთი მასა: 20 გ სამკურნალო გვირილას ყვავილედები, 30 გ ფარსმანდუკის ბალახი, 20 გ გულყვითელას ყვავილედები, 30 გ სამკურნალო სალბის ბალახი, 40 გ პიტნის ბალახი; გააჩერეთ ნელ ცეცხლზე კიდევ 2-3 წუთით, გამორთეთ, შეახვიეთ და დააყენეთ მთელი ღამით, გადაწურეთ და დაწურეთ. მიიღეთ თბილი, 100 მლ დღეში სამჯერ, ჭამამდე 20 წუთით ადრე, და მეოთხედ – ძილის წინ. ნაკრებთან ერთად, როგორც ანტიტოქსიკური, იმუნომასტიმულირებელი საშუალება, მიირთვით თაფლისა და მტვრის მასა 1:1 თანაფარდობით. 100 გ მასას დაურიეთ 1 გ ფუტკრის რძე. დაიდეთ 1 ჩ.კ. – 1 დ.კ. დილით, ენის ქვეშ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს