ლეღვი სისხლძარღვებს წმენდს და ტვინის მუშაობას აუმჯობესებს

966
ფოტო: Melanie Eng on Pixabay

გონებრივი შესაძლებლობის ხილად შეიძლება ლეღვი მივიჩნიოთ, რადგან C, A, K, F ვიტამინების, ცილების, ცხიმების და სხვადასხვა მიკროელემენტების გარდა ღირებულ ნივთიერებას შეიცავს, რომელიც თავისი შემადგენლობით აცეტილსალიცილის მჟავას უახლოვდება.

ის სისხლს ასუფთავებს და ტვინს ჟანგბადით კვებავს. სწორედ ამიტომ, ყველამ, ვინც გონებრივი სამუშაოთი არის დაკავებული, ეს ხილი აუცილებლად უნდა მიირთვას.

როგორც წმინდა ჰილდეგარდი გირჩევთ სეზონზე ყველამ ყოველდღე 300 გრ ახალი ლეღვი, ხოლო ზამთარში ხმელი სახით უნდა მიირთვას.

ლეღვი სისხლში შაქრის შემცველობას ამცირებს, სკლეროზის დროს თავის ტვინის სისხლძარღვებს წმენდს. მისი მიღება ასაკოვანი ადამიანებისთვის რეკომენდებულია. ახალი და ხმელი ლეღვის ნაყოფი ვარიკოზული გაფართოებული ვენების სამკურნალოდ, ქვედა კიდურების თრომბოფლებიტების, ორსულობის დროს ტოქსიკოზის შესამსუბუქებლად სასარგებლოა.

რეცეპტი ვენური კვანძების და თრომბის საწინააღმდეგოდ. 200 გრ ხმელი ლეღვი და პირშუშხა, 300 გრ ნიგოზი ან თხილი დააქუცმაცეთ. აურიეთ და 100 გრ თაფლი და 5 გრ კოჭის ფხვნილი დაუმატეთ. 20-30 გრ პასტა დღეში 3-ჯერ მიიღეთ. მას ყვითელი ძიძოს ჩაი დააყოლეთ: 1 ს/კ ძიძოს 200 მლ მდუღარე წყალი დაასხით და 10 წუთით დააყენეთ. ხალხური მედიცინა გირჩევთ, რომ გაფართოებულ ვენურ კვანძებზე ზემოდან წიწიბურას თაფლის საფენები გაიკეთოთ. კურსი თვალშისაცემ, ეფექტურ შედეგამდე გრძელდება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს