ყაბაყის დაკონსერვების დროა! გარნირი, რომელიც სუფრიდან ორ თვლაში ქრება

1289

ახლა ყაბაყის სეზონია გაჩაღებული, რაც იმას ნიშნავს, რომ დროა საზაფხულო, ვიტამინებით სავსე ბოსტნეულისგან უგემრიელესი გარნირები მოვამზადოთ. ჩვენი რედაქცია წარმოგიდგენთ ყაბაყის კონსერვის რეცეპტს.

ყაბაყის კონსერვი

ინგრედიენტები

  • 500 გ ახალი ყაბაყი
  • 1.5 ჩ.კ. მარილი
  • 70 გ მცენარეული ზეთი
  • 2 ს.კ. ძმარი
  • 2 ს.კ. თაფლი
  • 5-6 კბილი ნიორი
  • დაფქული შავი პილპილი
  • ახალი მწვანილი

მომზადება

1. გარეცხეთ და გათალეთ ბოსტნეული. თუ იგი ახალია, შეგიძლიათ კანი არ გააცალოთ. შემდეგ დაჭერით ყაბაყები ძალიან თხელ წრეებად ან ზოლებად. შეგიძლიათ ბოსტნეულის სათლელი გამოიყენოთ და ძალიან თხელი ნაჭრები გამოგივათ.

2. შემდეგ მოამზადეთ მარინადი: დაჭყლიტეთ ნიორი, შეურიეთ ზეთსა და თაფლს. კარგად მოურიეთ და დაუმატეთ ძმარი, პილპილი და დაქუცმაცებული მწვანილი. კიდევ ერთხელ მოურიეთ. მარინადი მზადაა.

3. ახლა გადაწურეთ ყაბაყის ჭურჭელში დაგროვილი წვენი, კარგად დაწურეთ ბოსტნეულის ნაჭრები ხელით, შემდეგ მოასხით მარინადი და კარგად მოურიეთ. შედგით მაცივარში 2-3 საათით და გაიტანეთ სუფრაზე.

გემრიელად მიირთვით!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს