ბუნების ეს ეგზოტიკური სასწაულებრივი ნაყოფი ავიტამინოზის დროს უნდა მიიღოთ.

0
675
ფოტო: falco on Pixabay

„რით არის სასარგებლო ეგზოტიკური ხილი პაპაია, რომელიც სუპერმარკეტებში იყიდება? პატივისცემით, ვ. ბ.“

წერილს ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი, ლიუბოვ დუდჩენკო პასუხობს:

პაპაია 6 მეტრამდე სიმაღლის ხეა, რომელიც პალმას ჰგავს. მის სამშობლოდ ცენტრალური ამერიკა და მექსიკა ითვლება. როგორც ხილის ხეს ისე ზრდიან. პაპაიას მწიფე ნაყოფი დიდი, ნესვის ფორმისაა, მას წვნიანი რბილობი და შავი თესლები აქვს.

ხილი ბევრ შაქარს, ნახშირწყლებს, ცხიმებს და ცილებს, A, B, C, K ვიტამინებს, ფოლიუმის მჟავას, მაკრო (კალიუმი, კალციუმი, მაგნიუმი, ნატრიუმი) და მიკროელემენტებს (რკინა, მანგანუმი, სპილენძი, თუთია) და სხვა სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს.

პაპაიას ნაყოფი ძალებს აღადგენს, ჭრილობის, კანის სხვა დაზიანების შეხორცებას აჩქარებს. შემჩნეულია, რომ პაპაია განწყობას აუმჯობესებს და ორგანიზმის დამცავ თვისებებს ზრდის.

მისი მდიდარი შემადგენლობის და სამკურნალო თვისებების გათვალისწინებით, ხილი სასარგებლოა ორსულებისთვის, ასევე ავიტამინოზის დროს.

ფოტო: sandid on Pixabay

ჩვეულებრივ მწიფე ნაყოფს ქერქისა და შავი თესლისგან ასუფთავებენ და უმი სახით მიირთმევენ. მისგან ასევე წვენებს ამზადებენ. მას სხვადასხვა სალათებში, სოუსებსა და საკონდიტრო ნაწარმის მოსამზადებლად იყენებენ. წვნიანი ნაყოფი პურის მსგავს გემოს ღუმელში გამოცხობის შემდეგ იღებს.

თუმცა პაპაიას მწვანე ნაყოფი მასში დიდი რაოდენობით შემავალი ალკალოიდების გამო შხამიანია. მწვანე ნაყოფის წვენს ახმობენ და ანტიჰელმინთური მედიკამენტების, ასევე ისეთი მედიკამენტების წარმოებისთვის იყენებენ, რომელთაც ორთოპედიაში, ნეიროქირურგიაში, ოფთალმოლოგიაში და ექსუდატების გასაწოვად და ა.შ იყენებენ.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი