ცოცხალი წყალი: შექმენით თვითონ და გამოჯანმრთელდით

0
834
ფოტო: YouTube

წყალს სასარგებლო თვისებებს მიანიჭებს მაგნიტური ველი

წყლის სტრუქტურის ორგანიზაციის დონეზე დამოკიდებულია ნივთიერებათა ცვლაც, ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობაცა და ხარისხიც. წყალი არამხოლოდ სუფთა, არამედ ცოცხალიც უნდა იყოს. მყინვარწვერებიდან ჩამომდნარი წყალი, რომელიც კლდის გავლით მოედინება, იონიზდება მინერალებით და იმუხტება მთების ენერგიით.

ცნობილია, რომ მაგნიტის ზემოქმედებით წყალი ახალ სამკურნალო თვისებებს იძენს მოლეკულების (დიპოლების) მოწესრიგებული, ძალოვან მაგნიტურ გზებზე მკაცრი მოძრაობის წყალობით. როცა გამოხდილი, ანუ მინარევებისა და უცხო ინფორმაციისგან თავისუფალი წყალი მრავალჯერ გაივლის მძლავრ მაგნიტურ ველს, იგი მიიზიდება, ზუსტად ისე, როგორც რკინა მიიზიდება მაგნიტისკენ. მისი მოლეკულები სწორხაზოვნდება, თითქოს მწყობრში მდგარი ჯარისკაცები არიანო, ანუ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, წყალი თითქოს სწორ გეომეტრიულ ფორმას იძენს და თხევად კრისტალს ემსგავსება. ეს ლამაზი წესრიგი წყალს ადამიანის ორგანიზმშიც შემოაქვს, დალევის დროს.

მაგნიტის მოქმედებას შეუძლია ენერგიის გაძლიერება

აღმოჩნდა, რომ თავად მაგნიტის “მოზიდვაც” შეიძლება ადამიანის ენერგიითა და ინფორმაციით. და მაშინ მისი ძალოვანი ველები, მაგნიტურ ველთან ერთად, აურის ინფორმაციასაც გამოასხივებს. ამისთვის აიღეთ 3 მრგვალი მაგნიტი (დინამიკიდან) და ორი მათგანი დაიჭირეთ მარჯვენა ხელში, ხოლო მესამე – მარცხენაში ისე, რომ მაგნიტები ერთმანეთისკენ მიიზიდებოდეს. შემდეგ გაშალეთ ხელები და დააბრუნეთ უკან, დაძაბულობის ძლიერი ძალა რომ იგრძნოთ.

მაგნიტური ძალოვანი ხაზები მოქმედებს როგორც გარე, ისე შიდა კონტურში, ანუ, ხელის გავლით და მკერდის არეზე. ახლა მარჯვენა ხელის მაგნიტები მოაბრუნეთ 180 გრადუსით. ხელების დაახლოებით დროს, მაგნიტები განიზიდება: ამ შემთხვევაში, მაგნიტური ძალოვანი ველი უკუმიმართულებით გაივლის, მთელი ადამიანის გავლით. სწორი ხელების დაშორება და დაახლოება მსუბუქ დაღლილობამდე უნდა გააგრძელოთ. ამ სავარჯიშოების დროს, მაგნიტები იმახსოვრებენ კონკრეტული ადამიანის ინფორმაციას. მაგნიტების “სწავლებისთვის”, ეს მოქმედებები კარგ განწყობაზე უნდა შეასრულოთ, მსუბუქი ფიზიკური დატვირთვის ან გასეირნების შემდეგ. “სწავლებას” არანაკლებ ორი დღე დასჭირდება.

მიზიდულ წყალს საათობრივად ვიღებთ

ჩვენი გაერთიანებული სამი მაგნიტის გარშემო მსუბუქად, სპირალურად ვახვევთ წვეთოვანი სისტემის მილს. ზუსტად 7 ხვეული უნდა გამოვიდეს. მოერიდეთ მილის მოკეცვას ან მჭიდროდ მოჭერას. მილის ზედა ბოლოში დააყენეთ პატარა ძაბრი. მასში ჩავასხამთ გამოცდილ წყალს, ხოლო ქვედა ბოლოდან, რომელიც მაგნიტისგან გამოვა, გამოედინება მიზიდული, იგივე ცოცხალი წყალი.

“ცოცხალი” წყალი უნდა მიიღოთ 50 მლ ოდენობით, დღის ერთსა და იმავე მონაკვეთებში. წყლის მკაცრად განსაზღვრულ დროს მიღება იწვევს ორგანიზმში დროით რეზონანსს, ანუ აძლიერებს მის მოქმედებას. მაგალითად, პირველი მიღება 7 საათზე, დანარჩენი – 14:00 და 21:00, ან შეგიძლიათ 1 საათით გადაწიოთ: 6:00, 13:00 და 20:00. ეს ტექნოლოგია ცვლის წყლის შინაგან სტრუქტურას და აბრუნებს წყლის მოლეკულებს მაღალორგანიზებულ ენერგეტიკულ მდგომარეობაში, რომელიც ადამიანის ორგანიზმის ცოცხალ ქსოვილებსა და უჯრედებს გადაეცემა.

როგორ მივიღოთ გამოხდილი წყალი

გამოცდილი წყალი, უმჯობესია, თავად მოამზადოთ. მაგალითად, მდუღარე ჩაიდნის ცხვირი მიმართეთ დახრილი სუფთა შუშისკენ. ორთქლი დაჯდება და წვეთებად ჩაედინება იმ თასში, რომელსაც დახრილი მხარისკენ მოათავსებთ. მნიშვნელოვანია, რომ ჭურჭელი იდეალურად სუფთა იყოს.

ეს წყალი და მაგნიტები ადამიანისთვის ინდივიდუალურია, ამიტომაც მისი მიღება სხვებისთვის არასასურველია. თუ ვინმეს დახმარება გსურთ, მისთვის წყალი ასევე უნდა დაამაგნიტოთ, თუმცა მაგნიტების მისი ენერგიით დამუმხტვის გარეშე.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი