კალციუმის ათვისებისთვის საჭიროა “თანხლება”

0
172
ფოტო: etimg

დღეს ქალების უმრავლესობას აწუხებს ორგანიზმში კალციუმის ნაკლებობა, რაც ზრდის მოტეხილობის, კბილების ცვენისა და დაზიანების რისკს. ამიტომ, კალციუმის პრეპარატებს ლამაზი სქესი მუჭებით იღებს.

თუმცა, ეს არამხოლოდ აძლიერებს ძვლებს, არამედ აგროვებს ამ ელემენტს ორგანოებსა და ქსოვილებში, რაც, თავის მხრივ, იწვევს დიდ უსიამოვნებებს, კერძოდ: ართულებს თირკმლების მუშაობას, აუარესებს სისხლის მიმოქცევას – რამდენადაც კალციუმი სისხლძარღვების კედლებზე ილექება, და სხვ.

კალციუმის გარეშე ჩვენ ერთ დღესაც ვერ გავძლებთ. გარდა იმისა, რომ ელემენტი კბილებისა და ძვლების სამშენებლო მასალაა, იგი არეგულირებს გულის კუმშვების რიტმს, ამცირებს პულსის სიხშირეს, მონაწილეობს სისხლის შედედების პროცესში, ამცირებს ნერვული სისტემის აგზნებადობას და გვეხმარება სტრესთან გამკლავებაში.

თუმცა, რატომ უნდა ეძიოთ ამ პროდუქტს ხელოვნურ შემცვლელებში, თუ იგი დიდი რაოდენობითაა ბუნებრივ პროდუქტებში? პრობლემა მხოლოდ კალციუმის დაბალ ათვისებადობაში (25-30%). იმისათვის, რომ ორგანიზმმა კალციუმი “მიიღოს”, ორგანიზმში შესაფერი “ამალასთან” ერთად უნდა მოხვდეს.

კალციუმის შეწოვასა და რეგულაციაზე პასუხს აგებენ ფოსფორი, მაგნიუმი, სტრონციუმი და D ვიტამინი (რომელსაც არამხოლოდ საკვებით ვიღებთ, არამედ ორგანიზმის მიერაც გამომუშავდება, მზის სხივების ზემოქმედების ქვეშ).

ის ფაქტი, რომ გაზაფხულზე, წელიწადის სხვა დროებთან შედარებით, უფრო ხშირია კბილებთან დაკავშირებული პრობლემები, იმით იხსნება, რომ ზამთარში ჩნდება D ვიტამინის ნაკლებობა, რაც კალციუმის დეფიციტსაც იწვევს.

კალციუმის ასათვისებლად საჭირო ნივთიერებების შემცველი პროდუქტებია რძე და რძის პროდუქტები, თევზი, თხილეული, ლობიო, ბარდა, ოსპი, სანელებელი მცენარეები (ოხრახუში, კამა, რეჰანი), ხახვი, კომბოსტო, კვახი და ასკილი.

ნუ დაგავიწყდებათ, რომ ამ ელემენტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა სასმელი წყალი, რომელიც ორგანიზმს კალციუმის ხსნადი მარილების ნორმის 30%-ით ამარაგებს. თუ მაინც კალციუმის სამედიცინო პრეპარატების გამოყენებას ემხრობით, გამოიკვლიეთ თქვენი სისხლის შრატი და შარდის ანალაზი ცალკეული ნივთიერება-მარკერების შემცველობაზე, რაც კალციუმის უკმარისობაზე მიუთითებს. ასევე, არსებობს ამ ელემენტის დონის განსაზღვრის მეთოდიკა თმის გამოყენებით – რამდენადაც თმა და ფრჩხილები ორგანიზმში კალციუმის დეპოდ გვევლინება.

სხვათა შორის, კალციუმის პრეპარატების ეფექტურობის გაზრდა შესაძლებელია, თუ მათ 19:00-ის შემდეგ მიიღებთ. ამასთან, ერთბაშად არ უნდა მიიღოთ მთელი დოზა – გააკეთეთ ეს ნაწილებად, ასე ნივთიერება უკეთ აითვისება. ასევე, უნდა გახსოვდეთ, რომ კალციუმის ათვისებას ხელს უშლის ალკოჰოლი და კოფეინი.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი