ზვიგენის ხრტილი და ღვიძლი ძველი დროიდან გამოიყენება სამკურნალოდ

0
512

გთხოვთ, მომწეროთ ზვიგენის ხრტილისა და ღვიძლის სამკურნალო თვისებების შესახებ. პატივისცემით, ვ.კ.

წერილს პასუხობს ბიოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი, ლუბოვ დუდჩენკო.

ჯერ კიდევა გასული საუკუნის 70-იან წლებში, ექიმმა ჯონ ფოლკმანმა საზოგადოებას შესთავაზა ზვიგენის ხრტილის გამოყენება სისხლძარღვების ზრდის შესაჩერებლად. 30 წლის განმავლობაში მიმდინარე ექსპერიმენტალური კკლინიკური კვლევები იმავე ეფექტს ამტკიცებს.

პირველად, ზვიგენის ხრტილის ანტიანგიოგენური ფაქტორი (სისხლძარღვების განვითარების შეწყეტა და მათი ახალწარმოქმნის ატროფია) მექსიკაში, სიმსივნის სამკურნალოდ გამოიყენეს. ზოგადად, ანტიანგიოგენური ფაქტორი ნებისმიერ ხრტილოვან ქსოვილს აქვს, თუმცა, ზვიგენის ხრტილი მას ასჯერ მეტი რაოდენობით შეიცავს.

ზვიგენის ხრტილი – ესაა პოლისაქარიდი, უნიკალური პოლიპროტეინული კომპლექსი ცილით, რომელშიც შედის კოლაგენი, მუკოპოლისაქარიდები, კალციუმისა და ფოსფორის მარილები და სხვ.

ხალხურ მედიცინაში, ეს პროდუქტი ძველი დროიდან გამოიყენება ეკზემის, ფსორიაზის, ართრიტის, კოლიტის, პროგრესული სკლეროზის სამკურნალოდ. მას აქვს ანთების საწინააღმდეგო, ჭრილობის შემხორცებელი, ანტივირუსული და მიკოსეპტიკური (სოკოს საწინააღმდეგო) თვისებები.

ზვიგენის ხრტილის პრეპარატებმა დადებითი ეფექტი აჩვენა ოსტეომიელიტის, რევმატოიდული ართრიტის, ფსორიაზის, ბუასილის, მასტიტის დროს. მცირე დოზითაც კი, ზვიგენის ხრტილის პრეპარატების გამოყენება შეიძლება იმუნომოდულატორულ საშუალებად, რომელიც ხელს შეუწყობს იმუნური სისტემის დამცავი კომპონენტების, კერძოდ, მკვლელი უჯრედების გამომუშავებაში.

ფარმაცევტული კომპანიები გვთავაზობენ ზვიგენის ხრტილის პრეპარატებს, რომელსაც სახსრების დაავადებების შემთხვევაში გაუტკივარების, მათი მოძრაობის უნარის გაუმჯობესებისთვის იყენებენ. პრეპარატები ხელს უწყობს ხრტილოვანი ქსოვილის აღდგენას, ქსოვილების რეგენერაციის აჩქარებას მოტეხილობის დროს, აქვს ანტიალერგიული მოქმედება და სხვ.

როგორც პროფილაქტიკური საშუალება, პრეპარატები გამოიყენება თრომბწარმოქმნის, სიმსივნის წინააღმდეგ, ქოლესტერინის დონის შესამცირებლად. ზვიგენის ხრტილის პრეპრატები არაა რეკომენდებული ფეხმძიმეების, მეძუძური დედების, 3 წლამდე ბავშვების, პოსტოპერაციული ან გულით დაავადებული ადამიანებისთვის.

აუცილებელია დოზის მკაცრი დაცვა, რათა არ დაუშვათ მინერალური ნივთიერებების, მათ შორის, მაგნიუმისა და კალიუმის ბალანსი.

ზვიგენის ღვიძლი – ეს დიდი ორგანოა, რომელიც ხანდახან მთელი ცხოველის მეოცედი ნაწილის ტოლია. ექიმებმა და ქიმიკოსებმა ყურადღება იმაზე გაამახვილეს, რომ იგი შეიცავს სკვალენს (ზვიგენის ქონს), რომელიც ქოლესტერინის მიმოცვლის ინტერვალური პროდუქტია. გარდა ამისა, ზვიგენის ღვიძლი შეიცავს ომეგა-3-ს, პოლიუჯერ ცხიმოვან მჟავებს, А, Е, D ვიტამინებს, აცეტილგლიცერიდებს, რომლებიც უზრუნველყოფს იმუნომოდულატორულ, საერთოგამაძლიერებელ და სიმსივნის საწინააღმდეგო უკუმოქმედებას.

სკვალენის იმუნომასტიმულირებელი მოქმედება დაკავშირებულია ადამიანის სისხლში ლეიკოციტებისა და თრომბოციტების წარმოქმნის აჩქარებასთან. სკვალენის პრეპარატები შეიძლება გამოყენებულ იქნეს ვირუსული დაავადებების, ბაქტერიული ინფექციების პროფილაქტიკისთვის, აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციებს და სხვა.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი