სამკურნალო დიეტების უმეტესობა ხშირ კვებას ეფუძნება. ასე ადამიანი შიმშილს ვერ გრძნობს, ორგანიზმი ეკონომიის რეჟიმს არ თავს და მომარაგებას არ იწყებს. ხშირი კვების ხარჯზე საჭმლის მომნელებელი ფერმენტების წარმოება უმჯობესდება, სისხლში შაქრის დონე რეგულირდება და ქოლესტერინის დონე მცირდება. სწორედ ამიტომ, სასარგებლო წახემსება არ გადადოთ. აქ რამდენიმე წესი არსებობს.
წახემსება მთავარი საკვების მიღებებს შორის უნდა მოაწყოთ. თუ იმდენად დატვირთული ხართ, რომ ამის შესახებ გავიწყდებათ, მობილურ ტელეფონში შეხსენების ფუნქცია დააყენეთ.
თუ ძალიან ნოყიერად საუზმობთ, ხილის ჭამა საკმარისი იქნება. ნებისმიერი ახალი და ტკბილი ხილი გამოგადგებათ. გაითვალისწინეთ, რომ ბანანი და ყურძენი საკმაოდ კალორიულია, ამიტომ მათით გატაცება არ ღირს. წახემსების მცირე პორცია, როგორც წესი, ერთი ხილი ან მუჭა, მაქსიმალური სამი ასეთი მუჭაა. მაგალითად, მეორე საუზმე შეიძლება ერთი დიდი ვაშლის ან ფორთოხლის, 2 მანდარინის ან კივისგან შედგებოდეს. ამისთვის ნებისმიერი სეზონური ხილი გამოიყენეთ.
თუ შუადღეს ჩირის ჭამა მოგინდათ, მაგალითად გარგარის ჩირის ან შავქლიავის, არ დაგავიწყდეთ, რომ 1 ჩირი თავისი კალორიულობით ახალი ნაყოფის ტოლია. სხვათა შორის, გამომშრალი გარგარით ან ქლიავით დანაყრება რთულია, ამიტომ წახემსებამდე რამდენიმე საათით ადრე მდუღარე წყალი დაასხით, რომ ის გასივდეს. ასე საჭირო მოცულობას შექმნით.
თუ თქვენი საუზმე 1 ჭიქა ყავის ან ჭიქა ჩაისგან შედგება, ნაშუადღევს საკმაოდ კალორიულად და ნოყიერად უნდა იკვებოთ. მაგალითად, ხაჭოს კერძი, ყველის ნამცხვარი, მოხარშული კვერცხი, ომლეტი ან ფაფა – წიწიბურა ან შვრია.
დღის მეორე ნახევარში, საღამოსთან ახლოს, კიდევ ერთი სასარგებლო წახემსება – სამხარი მოაწყვეთ. თუ გვიანობამდე მუშაობთ ან სახლში გვიან მიდიხართ, ასეთი სამხარი სამუშაო დღის ბოლოს გააკეთეთ. ასე შიმშილის მწვავე გრძნობას თავიდან აიცილებთ.
სამხარზე გამოგადგებათ რძემჟავა პროდუქტები: ხაჭო, მაწონი ან კეფირი, იოგურტი. ისინი კალციუმს შეიცავს, რომელსაც ორგანიზმი სწორედ საღამო ხანს ითვისებს. გვიანი სამხარისთვის საკვები ნელა უნდა მიიღოთ, ეს დანაყრებას ხელს შეუწყობს. მაგალითად, კეფირი ერთი მოსმით არ დალიოთ, არამედ ჩაის კოვზით მიიღეთ.
რა თქმა უნდა, სასარგებლო წახემსება მშვიდ გარემოში უნდა მოაწყოთ, მაგრამ ჩვენს დროში ყველაფერი აჩქარებულ ტემპში მიმდინარეობს. ამ შემთხვევაში მთავარი შეცდომა არ დაუშვათ, კერძოდ: სწრაფი კვების პროდუქტი არ შეჭამოთ! კალორიების და ჯანმრთელობის ზიანის გარდა სხვა ვერაფერს მიიღებთ. სწრაფი წახემსებისთვის სჯობს სასმელი იოგურტი ქატოთი, ბანანით, ბატონები ფანტელებით, მარცვლებით ან კაკლით შეარჩიოთ. ყველა ეს პროდუქტი ნელ ნახშირწყლებს შეიცავს, ამიტომ მცირე რაოდენობით დასაშვებია – მათთვისაც კი, ვინც გასახდომ დიეტას იცავს.
შეგიძლიათ საკუთარ თავს ბუტერბროდის უფლება მისცეთ, მაგრამ ის სწორად უნდა იყოს შერჩეული: პური ქატოთი, მოხარშული ან გამომცხვარი ძროხის ხორცის თხელი ნაჭერი, ზემოდან სალათის ფურცელი და რამდენიმე კამის და ოხრახუშის ფოთოლი.
საჭმლის მომნელებელი ტრაქტის, ღვიძლის და გულის დაავადებების, დიაბეტის, თირკმლების ქრონიკული დაავადების, ჰიპერტონიის დროს წახემსება უკიდურესად აუცილებელია. საკვების ხშირი მიღების ხარჯზე ამა თუ იმ საჭმლის მომნელებელ ორგანოზე დატვირთვა მცირდება, საჭმლის მომნელებელი წვენები გარკვეული რიტმით იწარმოება, გლუკოზის და ინსულინის დონის მკვეთრი რყევების თავიდან აცილება ხდება.