ბერძნული კაკლის ზეთი გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების წინააღმდეგ

226
ფოტო: torange

სუპერმარკეტში ბერძნული კაკლის ზეთი იყიდება. რაში მდგომარეობს მისი სასარგებლო თვისებები და როგორ უნდა მოვიხმაროთ იგი? პატივისცემით, ი.ბ.

წერილს პასუხობს უკრაინის დამსახურებული ექიმი, უმაღლესი კატეგორიის ექიმი-ნევროპათოლოგი, ვლადიმერ ბერსენევი.

ბერძნული კაკლის ზეთი (ცივი დაწურვის) 2003 წელს უკრაინის საუკეთესო დიეტურ პროდუქტად იქცა. ნამდვილად, კაკლის ზეთს უამრავი ღირსება აქვს, იგი ხომ ტყუილად არაა რეკომენდებული ფეხმძიმე და მეძუძური ქალბატონებისთვის. ეს ერთი მხრივ. ხოლო მეორე მხრივ, ზეთი შეუცვლელი საშუალებაა ორგანიზმის გაახალგაზრდავებისა და გახდომისთვის. დასახელებულ ორ პოლუსს შორის სასარგებლო თვისებების მთელი სპექტრია მოქცეული. ჩვენ ძირითადს დავასახელებთ.

კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ კაკლის თხილი მნიშვნელოვნად ამცირებს საშუალო ასაკის ადამიანებში კარდიოლოგიური დაავადებების რისკს; ზრდის ორგანიზმის რეზისტენტულობას რადიაციული გამოსხივების მიმართ, გამოდევნის ორგანიზმიდან რადიონუკლიდებს, აქვს სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედება. ამასთან, იგი აქტიურად უწყობს ხელს ათეროსკლეროზის, გულ-სისხლძარღვთა და ღვიძლის დაავადებების, ნივთიერებათა ცვლის დარღვევების მკურნალობასა და პროფილაქტიკას.

მცენარეულ ფერმენტ ენტიმირიაზას წყალობით, ეს პროდუქტი აძლიერებს სისხლის მიმოქცევას სასქესო ორგანოებში და ასტიმულირებს სპერმატოგენეზს. კაკლის ზეთი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მცენარეული მატონიზებელი საშუალებაა მამაკაცებისთვის. გარდა ამისა, სხვა საკვებ პროდუქტებთან შედარებით, შეიცავს E ვიტამინის რეკორდულ რაოდენობას. 100 გ კაკლის ზეთი შეიცავს 42 მგ E ვიტამინს, დღიურ ნორმაზე 4.5-ჯერ მეტს. ამავე 100 გ-ში 898 კკალ-ია: 99.8% ცხიმები, 0 – ცილები, 0 – ნახშირწყლები.

ბერძნული კაკლის მოხმარების ჩვენებებია: ქრონიკული ართრიტები, ჭრილობები, დამწვრობები, წყლულები და კანის სხვა დაზიანებები, ქრონიკული კოლიტები, რომლებსაც თან ახლავს ყაბზობა, აღდგენითი მკურნალობა მძიმე ოპერაციებისა და ტრავმების შემდეგ, შაქრიანი დიაბეტი, ნაწლავებისა და კუჭის წყლულოვანი დაავადებები.

გამოყენება: 1 ს.კ. დღეში, დილაობით. შეგიძლიათ, მიირთვათ პურთან ერთად ან სალათში. მკურნალობის კურსი ოთხკვირიანია. ეს დრო საკმარისია იმისათვის, რომ სისხლში ქოლესტერინმა შეწყვიტოს მატება მომავალი თვეების მანძილზე.

კაკლის ზეთი, ამასთან, ხელს უწყობს პროდუქტის კარგად შეწვას ან გრილზე მომზადებას. ზეთი 10 გრადუს ცელსიუსზე დაბალ ტემპერატურაზე ინახება. გამუქებული ზეთი არ კარგავს თავის თვისებებს. შენჯღრევის შემდეგ, ოთახის ტემპერატურის ზეთი ისევ გაღიავდება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს