დამწნილებული პომიდვრის უამრავი რეცეპტი არსებობს, მაგრამ ეს რეცეპტი სხვებს არ ჰგავს. ერთი ინგრედიენტის წყალობით პომიდორი წარმოუდგენელ გემოს შეიძენს. და ამ სასწაულის მომხდენი ინგრედიენტია – ყურძენი. პომიდორი სადღესასწაულო სუფრასაც დაამშვენებს და ყოველდღიურსაც, ხორცის კერძებს და ცივ წასახემსებლებს ერთნაირად უხდება. აი, ყურძნით შეგიძლიათ კერძი მორთოთ, მისი გემოც გაგახარებთ.
დაინტერესდით? „პაპარაცი“ ზამთრისთვის პომიდვრის მწნილის მომზადების შესანიშნავ მეთოდს გასწავლით.
პომიდვრის მწნილი ზამთრისთვის
ინგრედიენტები:
- 1 კგ პომიდორი
- 300 გრ ყურძენი
- 4 კბილი ნიორი
- 1-2 მოცხარის ფოთოლი
- 2 კამის ქოლგა
- 2 ღერო ოხრახუში
- 6 ს/კ შაქარი
- 1/5 ს/კ მარილი
- 3 ს/კ ძმარი
- წყალი
- ცხარე წიწაკა
- შავი წიწაკა 5 მარცვალი თითო ქილაზე
მომზადება:
- კარგი, მაგარი პომიდორი შეარჩიეთ, წყალი გადაავლეთ და ყუნწები მოაშორეთ. მწვანე ყურძნის მტევნები კარგად გარეცხეთ და გააშრეთ.
- ქილა მოამზადეთ. მის ზომას მნიშვნელობა არ აქვს, თავად შეარჩიეთ, მაგრამ ეს რეცეპტი ორი ორლიტრიან მინის ქილაზეა გათვლილი. ინგრედიენტების რაოდენობა ქილის ზომის და რაოდენობის მიხედვით შეცვალეთ. ქილები გარეცხეთ, გააშრეთ, სტერილიზაცია გაუკეთეთ, თავსახურებს მდუღარე წყალი გადაავლეთ. ქილის ძირში 2 კბილი ნიორი, მოცხარის ფოთოლი, ოხრახუშის ღერო, კამის ქოლგა და რამდენიმე წიწაკა მოათავსეთ.
- ამის შემდეგ ქილაში პომიდორი და ყურძენი მოათავსეთ. პომიდორი კარგად ჩატუმბული უნდა იყოს, მაგრამ ზედმეტი არ მოგივიდათ, რომ ყურძენი და პომიდორი არ დააზიანოთ. ქილა ყელამდე აავსეთ.
- მარილი და შაქარი შუაზე გაყავით და ქილაში ჩაყარეთ. ასევე შავი წიწაკის მარცვლები დაუმატეთ. წყალი აადუღეთ და პომიდორს დაასხით, ქილებს სუფთა თავსახურები დაახურეთ. 15 წუთის შემდეგ გაგრილებული წყალი გადაასხით და კვლავ ადუღებამდე მიიყვანეთ. როგორც კი ადუღდება, გაზიდან გადმოდგით და ძმარი დაუმატეთ.
- ახლა მარინადი ქილებში ჩაასხით და თავსახური მჭიდროდ დაახურეთ. ქილები თავსახურით ქვემოთ გადააბრუნეთ და კარგად შეფუთეთ. ასე გააჩერეთ, სანამ ქილები არ გაგრილდება. მზა პომიდორი საკუჭნაოში შეინახეთ.
აი, ასეთ გემრიელ პომიდვრის მწნილს მიიღებთ, რომელიც თქვენს და ოჯახის წევრებსაც ძალიან მოეწონება. ასე მომზადებული პომიდორი თქვენი ფავორიტი გახდება. რეცეპტის შენახვა ნამდვილად ღირს!
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს