რბილი ვაშლის ნამცხვარი იტალიური წესით: მისი ზუსტი რეცეპტი

1681
ფოტო: youtube

გემრიელი, სახლში გამომცხვარი ნამცხვარი, რომელიც ახლახანს ღუმელიდან გამოიღეს, ერთ-ერთი საუკეთესო დანამატია ოჯახური ჩაის სმის დროს. სტუმრებსაც სჯობს სახლში გამომცხვარი დესერტებით გაუმასპინძლდეთ, ვიდრე სუფრაზე საეჭვო მაღაზიის ტკბილეული გამოიტანოთ.

დღეს „პაპარაცი“ სახლში გამომცხვარი რბილი ვაშლის ნამცხვრის რეცეპტს გთავაზობთ. ასეთი ნამცხვარი იტალიურ სამზარეულოში პოპულარულია, მაგრამ წარმოუდგენელი სიმარტივის გამო ჩვენთანაც დამკვიდრდა.

რბილი, შინაურული ვაშლის ნამცხვარი

ინგრედიენტები:

  • 2 კვერცხი
  • 100 გრ შაქარი
  • 1 პაკეტი ვანილის შაქარი
  • 100 გრ კარაქი
  • 300-350 გრ ხორბლის ფქვილი
  • 15 გრ ცომის გამაფხვიერებელი
  • 2 საშუალო ზომის ვაშლი

მომზადების წესი:

  1. მცირე თასში კვერცხი ჩატეხეთ და ერთგვაროვანი მასის მიღებამდე მიქსერით ათქვიფეთ.
  2. ვანილის შაქარი, შემდეგ ჩვეულებრივი შაქარი დაუმატეთ. კვლავ მიქსერით ათქვიფეთ.
  3. მიღებულ ნარევს გამდნარი კარაქი დაუმატეთ. კვლავ აურიეთ.
  4. აქვე ფქვილის ნახევარი და გამაფხვიერებელი დაუმატეთ. აურიეთ. დარჩენილი ფქვილი მოაყარეთ და ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ.
  5. ვაშლი გათალეთ და ნაჭრებად დაჭერით. მიღებული ვაშლის ნაჭრები ცომს დაუმატეთ და კიდევ ერთხელ აურიეთ.
  6. პერგამენტ დაფარებულ საცხობ ფორმაზე კოვზით ცომის და ვაშლის ნარევი მოათავსეთ. 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 30-35 წუთით აცხვეთ. გემრიელად მიირთვით!

ასეთი ნაზი და გემრიელი სახლში მომზადებული ნამცხვარი თქვენს კომპანიას გაალამაზებს. უფრო მეტიც, მითითებული ინგრედიენტებით 16 საშუალო ზომის ნამცხვარს მიიღებთ. მისი მომზადება სცადეთ. ეს მარტივი რეცეპტი ნამდვილად მოგეწონებათ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს