სარეცხის მანქანის უჯრაში პერიოდულად სოდას ვყრი და ისეთ მდგომარეობაშია თითქოს გუშინ შემეძინოს.

0
4584
ფოტო: vantazer & office-zakaz / edited by paparazzi.ge

ნამდვილად კარგ დიასახლისს სახლში ყოველთვის ყველაფერი სუფთად აქვს. არც სარეცხი მანქანაა გამონაკლისი. მისი საგულდაგულოდ განიავება, გაწმენდა და ფილტრების გასუფთავება აუცილებელია ყოველი რეცხვის შემდეგ.

სარეცხი მანქანის უჯრა

მოვლას ეს დეტალიც მოითხოვს. დღეს ამ სტატიაში სწორედ იმაზე მოგიყვებით, თუ როგორ უნდა გაწმინდოთ სარეცხი მანქანის უჯრა.

რატომაა უჯრის გაწმენდა ასეთი მნიშვნელოვანი? საქმე ისაა, რომ წყალი სრულად ვერ აშორებს უჯრას ფხვნილსა და კონდიციონერს. მათი ნარჩენები ერთმანეთს ერევა და ქმნის უსიამოვნო ჭუჭყს, რომელიც პლასტმასზე ხმება. დროთა განმავლობაში, სიტუაცია უარესდება, რადგან გამხმარი ნადები მხოლოდ გროვდება.

ასევე, შეიძლება გაჩნდეს ჟანგის კვალიც. იგი ჯდება ზედაპირში, ამიტომ საჭიროა ამ კვალის დაუყოვნებლივ მოშორება. სპეციალურად თქვენთვის, ჩვენ მოვამზადეთ მცირე ინსტრუქცია, რომელიც დაგეხმარებათ ჭუჭყთან სწრაფად გამკლავებაში.

როგორ გავწმინდოთ სარეცხი მანქანის უჯრა სარეცხი საშუალებებისგან

  1.  გაწმენდისთვის დაგჭირდებათ მუქი სარეცხი საპონი, სოდა და წყალბადის ზეჟანგი.
  2. პლასტმასის ჭურჭელში ჩაასხით 50 მლ წყალბადის ზეჟანგი. დაუმატეთ 3 ს.კ. სოდა. საპნის ნაჭერი წვრილად დაჭერით და დაუმატეთ დანარჩენ ინგრედიენტებს.
  3. ახლა კარგად მოურიეთ, რათა საპონი გაიხსნას და სქელი ქაფი გაჩნდეს.
  4. თუ არ იცით, როგორ მოხსნათ სარეცხი მანქანის უჯრა, აუცილებლად წაიკითხეთ ეს ინსტრუქცია. ჩვეულებრივ, აუცილებელია უჯრის ბოლომდე გამოღება და კონდიციონერის დანაყოფზე მსუბუქად დაწოლა.
  5. მოათავსეთ უჯრა ქაფით სავსე ჭურჭელში და დაფარეთ იგი სრულად. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ გაყვითლებულ ნაწილებს.
  6. ნახევარ საათში მთელ ჭუჭყს სწრაფად და მარტივად ამოწმენდთ. გაქრება ჟანგის ლაქებიც.

აუცილებლად მოუარეთ ტექნიკას, ეს განსაკუთრებულად ეხება მტვერსასრუტს, სარეცხ მანქანასა და მაცივარს. სწორედ სწორი მოვლა და ხშირი განიავებაა საჭირო იმისათვის, რომ ტექნიკამ დიდხანს და გამართულად იმუშავოს.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი