რძემჟავის პროდუქტები ლპობის ბაქტერიების წინააღმდეგ.

233
ფოტო: roscontrol

მე და ჩემი მეუღლე უკვე აღარ ვართ ახალგაზრდები, დიდი ხნის წინ გავედით პენსიაზე. გვიყვარს დღეში რამდენიმე ჭიქა რძის დალევა. ქალიშვილი მეკამათება, კეფირი უფრო სასარგებლოაო. ასეა მართლა? პატივისცემით, ა.ი.

წერილს პასუხობს ნატუროპათი, სახალხო მკურნალი ელენა სვიტკო.

ჩემმა საყვარელმა ექიმმა, ლუი პასტერმა რეკომენდაცია გაუწია ღამით ამჟავებული რძის პროდუქტების დალევას, მოსაზრებას კი დღეგრძელებზე თავისი კვლევების შედეგებით ამყარებს. პასტერმა მეცნიერულად დაამტკიცა, რომ რძემჟავის პროდუქტები ამცირებს ნაწლავებში ლპობის ბაქტერიებს. მან ასობით ექსპერიმენტი ჩაატარა მოხუც ადამიანებზე და ყველას ურჩევდა ღამით დოს დალევას.

ახლა ყველგან შეხვდებით ლაქტობაქტერიების შემცველი იოგურტების საუზმის რეკლამას. ეს მართლაც სასარგებლოა, თუმცა, რძემჟავის პროდუქტების მოხმარება ღამით უკეთესია. სასარგებლოა აციდოფილური ბაქტერიები. განსაკუთრებით ეფექტურია რძემჟავის ცოცხალი ბაქტერიები დისბაქტერიოზის, ღვიძლის დაავადებების, კუჭქვეშა ჯირკვლისა და საკვების მომნელებელი ტრაქტის პრობლემების დროს, კარგად მოქმედებს იმუნურ სისტემაზეც.

მართალია, ეს უცნაურად ჟღერს, თუმცა, ლაქტობაქტერიების, კერძოდ, ბიფიდობაქტერიების მოხმარებისას, იკურნევა უამრავი გინეკოლოგიური დაავადება, უპირველეს ყოვლისა, კანდიდოზი, რომელსაც ქალი, ხშირად, წლების მანძილზე ვერ იშორებს.

ასეთი პროდუქტი განსაკუთრებით სასარგებლოა ნებისმიერი ინფექციური პროცესის, გრიპის, ნაწლავური და სხვა ინფექციების დროს.

შეგიძლიათ, მოამზადოთ ე.წ. ჭარხლის კეფირი. აიღეთ 0.5 ჭიქა წითელი ჭარხლის წვენი და კეფირი, მოურიეთ და შედგით მაცივარში. 2-3 საატში ისევ მოურიეთ და დალიეთ პატარა ყლუპებად. სასურველია, ასე დილითა და საღამოს, 1 თვის განმავლობაში მოიქცეთ. ამავდროულად, გაიწმინდება ნაწლავები ქრონიკული ყაბზობის დროს, იკურნება ანემია, რომელსაც, ხშირად, თირკმლების ქრონიკული უკმარისობა ახლავს. ეს სასმელი, აგრეთვე, ეფექტურია, როგორც პროფილაქტიკური სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს