ავოკადო: რატომ იყენებენ ამ ეგზოტიკურ ხილს ხალხურ მედიცინაში.

0
495
ფოტო: Tech Rad on pexels

ავოკადო უამრავ თვისებას ფლობს, რომლებიც ორგანიზმზე დადებით გავლენას ახდენენ. კერძოდ, კვების რაციონში მისი დამატება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, ჰიპერტონიის და სისხლის პრობლემების რისკს ამცირებს. დიეტოლოგები ამ პროდუქტის მიღებას ურჩევენ მათ, ვისაც ქრონიკული ყაბზობა, კატარაქტი, შაქრიანი დიაბეტი და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადებები აწუხებს, რასაც თან მჟავიანობის მაღალი დონე ახლავს. ავოკადოს მიღება სასარგებლოა მძიმე ოპერაციის, ინფექციური დაავადებების, მძიმე ფიზიკური დატვირთვის, ანემიის, ჰიპერტონიის და ათეროსკლეროზის შემდეგ, ასევე მტკივნეული თვიურის დროს.

ამ ხილში შემავალი მანოჰეპტულოზა ნერვული სისტემის მდგომარეობაზე დადებით გავლენას ახდენს, გაღიზიანებას, დაღლილობას და ძილიანობას ამცირებს, კონცენტრაციას და შრომისუნარიანობას ზრდის. დიდი რაოდენობით შემავალი A და E ვიტამინები კანზე დადებით გავლენას ახდენენ, წვრილ ნაოჭებს ასწორებენ, ფსორიაზის, აკნეს და ეგზემას დროს გაღიზიანებას ამცირებს. ანტიოქსიდანტების წყალობით ავოკადო ორგანიზმის უჯრედებს თავისუფალი რადიკალების ზემოქმედებისგან იცავს და გაახალგაზრდავებას ხელს უწყობს. გარდა ამისა, ეგზოტიკური ხილი F, B6, C, K ვიტამინებს, სპილენძს, მაგნიუმს, კალიუმს და ფოლიუმის მჟავის მარილებს შეიცავს.

ავოკადოში შემავალ ნივთიერებებს ზოგიერთი სახეობის სიმსივნის უჯრედების განადგურება და ჯანსაღი უჯრედების გადაგვარების შეფერხება შეუძლია.

ავოკადოს ნაყოფმა სარგებელი რომ მოგიტანოთ, ის მწიფე უნდა იყოს, მაგრამ არც ძალიან მწიფე და დაზიანებების გარეშე. მისი ქერქი უნდა იყოს სუფთა და მთელი, ლაქების და ბზარების გარეშე. მასზე მსუბუქად დაწოლა უნდა შეძლოთ. თუ ავოკადო ძალიან მყარია, 2-3 დღე დასამწიფებლად გააჩერეთ.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი