ბორბლებიანი სახლის უპირატესობები: რატომ უნდა გვქონდეს ასეთი სახლი?

0
536

ყველას სჭირდება სახლი – ადგილი, სადაც შეგვიძლია დასვენება და დამშვიდება, სადაც შეიძლება ნათესავების, მეგობრების ან უბრალოდ ნაცნობების დაპატიჟება. და საერთოდ, თავზე ჭერის ქონა – ესა ააუცილებლობა. ჩვენმა წინაპრებმა ტყუილად კი არ დაიწყეს გამოქვაბულების მოწყობა და მიწათხრილების მომზადება – ეს ყველაფერი იმისთვის გააკეთეს, რომ ცივ და დაუნდობელ სამყაროში სიმყუდროვის ნატამალი მაინც ჰქონოდათ.

ადამიანები განსხვავებულები არიან და საცხოვრებლის არჩევის საკითხსაც განსხვავებულად უდგებიან. ერთნი თანახმა არიან ვიწრო ბინაში ცხოვრებაზე, სხვებს კი ფართო სახლი სჭირდებათ, თავისი ნაკვეთით, ბაღითა და აუზით, მესამენი თავისუფალ გადაადგილებაზე ოცნებობენ. სწორედ ეს უკანასკნელები ამჯობინებენ მოძრავ სახლებში ცხოვრებას და ხელმძღვანელობენ არამხოლოდ საჭიროებით, არამედ რაღაც უცხოს შესწავლის სურვილით.

ბორბლებიანი სახლი

მოძრავი სახლები საინტერესო ვარიანტია მათთვის, ვისაც ყოველთვის ბუნებასთან ახლოს სურს ყოფნა და თავისი ცხოვრება მოგზაურობის გარეშე ვერ წარმოუდგენია. ამასთან, ამ სახლთან ერთად არ ხარ მიჯაჭვული ერთ ადგილას და, სადაც არ უნდა წახვიდე, მაინც სახლში რჩები.

ასეთმა თავისუფლებამ გამოიწვია ის, რომ ბორბლებიანმა სახლმა დიდი პოპულარობა დაიმსახურა ჩრდილოეთი ამერიკისა და ევროპის ქვეყნებში. მოძრავი სახლების მომხრეები თავიანთ სახლებს მომავლის საცხოვრებლებს უწოდებენ. დღეს რთულია იმის წარმოდგენა, რომ მსგავსი შენობები ჩვეულებრივ მოვლენად იქცევა. თუმცა, ეს არ გვიშლის ხელს იმაში, რომ ახლავე განვიხილოთ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მაგალითი.

ეს ლამაზი, მცირე ზომის ბორბლებიანი სახლი კომპანია Escape Homes-მა ააშენა და იგი ითვლება, როგორც იდეალური გადაწყვეტილება თავგადასავლების მაძიებელთათვის.

აქ ნახავთ სივრცით მისაღებ ოთახს, ასევე, მოსახერხებელ სამზარეულოს აუცილებელი მოწყობილობებით.

სახლში ერთდროულად 6 ადამიანს შეუძლია ცხოვრება. ამიტომ მოგზაურობა შესაძლებელია მთელი ოჯახით ან მეგობრებთან ერთადაც.

დიასახლისისთვის აქ ხელმისაწვდომია სარეცხის მანქანა, ტევადი მაცივარი და გაზქურაც კი, თავისი ღუმელით.

სახლის მფლობელისთვისა და სტუმრებისთვის კი სახლში მოწყობილია კომფორტული დივანი ტელევიზორის წინ. ამასთან, კიდევ დიდი ადგილი რჩება იმისთვის, რომ თან წაიღოთ მრავალი საინტერესო ნივთი, არამხოლოდ ყველაზე აუცილებელი.

სახლის ფანჯრებიდან შეგიძლიათ იმის დანახვა, თუ რა ხდება გარშემო. ასეთი ქოხით ნებისმიერ ადგილას მოხვდებით დედამიწის ზურგზე, და პირდაპირ საწოლიდან დატკბებით ლამაზი პეიზაჟებით.

სწორედ ეს იზიდავს თავისუფლებამოყვარულ და იმედგაცრუებულ ახალგაზრდებს, რომლებიც ასეთ ბორბლებიან სახლს ყიდულობენ და, ხშირად, მის თანამედროვე ტექნიკით მოწყობას თავადვე უზრუნველყოფენ.

ვინ იცის, შეიძლება უახლოეს მომავალში ასეთმა სახლებმა ევოლუცია განიცადონ და უფრო კომფორტულ და მოძრავ სახლებად იქცნენ.

თქვენ იქონიებდით ასეთ სახლს? სად წახვიდოდით?

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი