გაიგებდით, ირანიდან შემოდის რძე-პასტა და ამით მზადდება ქართული ყველიო. გასწავლით როგორ არ მოტყუვდეთ.

2164
ფოტო: alibaba & primetime / edited by paparazzi.ge

როგორი სამწუხაროც არ უნდა იყოს, ჩვენს მაღაზიებში დახლებზე ყალბი ყველი უფრო მეტია, ვიდრე ნამდვილი, მყარი პროდუქტი. საქმე ისაა, რომ მწარმოებლები მასობრივად აიაფებენ ამ პროდუქტს, რამდენადაც მომზადებისას უამრავ რძის შემცვლელს, მათ შორის, პალმის რძეს უმატებენ. ამ უკანასკნელის შემადგენლობაში შედის ორგანიზმისთვის საშიში რაოდენობით მცენარეული ცხიმი: ყველის პატარა ნაჭრითაც კი შეიძლება ამ ნივთიერებების დღიურ ნორმას გადააჭარბოთ.

ასეთი გადაჭარბების შედეგი ნამდვილად არასახარბიელოა: ჭარბი ცხიმი კეტავს სისლხძარღვებს, ძლიერ დარტყმას აყენებს ღვიძლსა და კუჭქვეშა ჯირკვალს. უბრალოდ წარმოიდგინეთ, როგორი გამოუსწორებელი ზიანი შეიძლება მოუტანოს ყველის პროდუქტმა ბავშვის ორგანიზმს! სწორედ ამიტომ, ჩვენი რედაქცია გაგარკვევთ, თუ რომელი ყველი არაა ნატურალური და რომელი – ყალბი.

როგორ განვასხვავოთ ნატურალური ყველი ყალბისგან

  1. ზოგიერთი მწარმოებელი ამის შესახებ პირდაპირ ეტიკეტზე მიუთითებს. მადლობა მათ სიმართლისთვის, თუმცა, ჩვენი აზრით, მაღაზიებში ასეთი პროდუქტები საერთოდ არ უნდა ელაგოს. ხშირად, ყველის პროდუქტი ნამდვილ ყველზე გაცილებით იაფია. ყურადღებით იყავით, ნუ წამოეგებით სიიაფის ანკესზე. უმჯობესია, ცოტა, მაგრამ ნატურალური ყველი მიირთვათ, ვიდრე დიდი ზომის ყველის პროდუქტი, რომელიც ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს შეგიქმნით.
  2.  ვაკუუმით შეფუთულ ყველს მოერიდეთ. აირჩიეთ მთლიანი თავიდან ჩამოჭრილი ყველის ნაჭერი, რადგან ასე ყალბი პროდუქტის შეძენის რისკი მცირდება. ყურადღება მიაქციეთ ყველის რგოლის ქერქს. მასზე არ უნდა იყოს ნახეთქები ან ნადები, თორემ ყველთან ერთად მავნე ბაქტერიებს ან ძვირადღირებულ, თუმცა უგემურ ყველს შეიძენთ.
  3. ხარისხიან ყველს თანაბარი ნახატი, თანაბარი სტრუქტურა, სწორი, სიმეტრიული ხვრელები აქვს. თუ პარმეანის ან სხვა, მსგავსი სახეობების მოყვარული ხართ, ყურადღება გაამახვილეთ პროდუქტის ფასსა და მწარმოებლის რეპუტაციაზე. დანარჩენ შემთხვევებში, ჩვენი ტესტი დაგეხმარებათ.

როგორ შევამოწმოთ ყველის ხარისხი

აიღეთ ოთახის ტემპერატურის ყველის ნაჭერი და ფრთხილად მოხარეთ სწორი კუთხით. ყველი არ უნდა გადატყდეს! უარი თქვით ფხვიერ ყველზე, რომელიც მარტივად იფშვნება. დიდი ალბათობით, თქვენ წინაშეა რძე-პასტა ან პალმის ზეთი, შერეული მშრალ რძესთან და საღებავებთან.

ყურადღებით იყავით და მოიხმარეთ მხოლოდ სასარგებლო პროდუქტი! იზრუნეთ როგორც ახლობლების, ისე საკუთარ ჯანმრთელობაზეც.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს