კრასულა, იგივე გულის ხე, არაერთი წელია, სიმდიდრისა და ფინანსური წარმატების სიმბოლოდ, ფულის თილისმად ითვლება. ყველას უნახავს ეს ლამაზი მცენარე, ხორციანი ფოთლებით, თუმცა ცოტას თუ ჰქონია აყვავებული ხის ხილვის ბედნიერება.
რადა ითვლება, რომ, თუ ფულის ხე ყვავის, ესე იგი, თქვენი შემოსავალი მნიშვნელოვნად გაიზრდება. მაშ, როგორ დავითანხმოთ ფულის ხე აყვავებასა და სახლში წარმატების შემოტანაზე?
ფულის ხის აყვავების წინაპირობები
კრასულას ყვავილობა, ჩვეულებრივ, მცენარის სიცოცხლის არანაკლებ 5-10 წლის შემდეგ ხდება. ამისთვის აუცილებელია რამდენიმე პირობის დაცვა.
- როგორც ნებისმიერ სუკულენტს, ფულის ხესაც ძალიან ზომიერი რწყვა სჭირდება. მორწყეთ იგი არაუმეტეს ერთხელ 1-2 კვირაში. ზედმეტი წყალი და მისი შეკავება ამ მცენარეზე დამღუპველად მოქმედებს.
- მნიშვნელოვანია, რომ ფულის ხე იდგეს ნათელ ადგილას და მაქსიმალურად დიდხანს ტკბებოდეს დღის განათებით, მაშინ მას აყვავების უფრო მეტი შანსი აქვს.
- არ დაგავიწყდეთ სასუქების გამოყენებაც. შეგიძლიათ, ამისთვის კაქტუსის სასუქი გამოიყენოთ.
- გაზაფხულზე, როცა სიცივეები ჩაივლის, გაიტანეთ ხოლმე მცენარე აივანზე, ან ხშირად გაანიავეთ ოთახი.
- ზრდის მიხედვით, მცენარე პერიოდულად გადარგეთ ახალ ქოთანში. ქოთანი არ უნდა იყოს ძალიან ღრმა. მიწის მცირე რაოდენობის შემთხვევაში, ფულის ხის ფესვი მიიწევს ქვემოთ, თავად მცენარე კი – ზემოთ, რაც მას ათხელებს და ასუსტებს.
- დროულად მოაშორეთ ხეს ცუდი და ძველი ფოთლები.
საშინაო კეთილდღეობის ამ მცველის ენერგეტიკის გასაზრდელად, მიჰყევით შემდეგ რჩევებს:
ფულის ხესთან დაკავშირებული ხალხური ცრურწმენები
- გამოიჩინეთ მცენარის მიმართ მომატებული ყურადღება. სცადეთ მასთან დამეგობრება. ფულის ხეს უყვარს ურთიერთობები. უამბეთ მას მატერიალური პრობლემების შესახებ, მადლობა გადაუხადეთ დახმარებისთვის და გაუზიარეთ კვირის ფინანსური გეგმები.
- ითვლება, რომ ხის ფოთლებზე მტვერი ამცირებს მცენარის ენერგეტიკას და შეიძლება ხელი შეუშალოს ფინანსურ ნაკადს. მაშინაც კი, თუ ამ რიტუალის ჯადოსნურობის არ გჯერათ, ფოთლების პერიოდულად გაწმენდა მაინც რეკომენდებულია.
- ფენ-შუის მიხედვით, საცხოვრებლის სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი სიმდიდრეზე აგებს პასუხს. სწორედ აქ გამოავლენს ფულის ხე თავის ენერგეტიკულ შესაძლებლობებს.
- სიმდიდრის მოზიდვაში ფულის ხეს დაეხმარება მასზე ჩამოკიდებული ან ფოთლებს შორის ჩამაგრებული კუპიურები. პერიოდულად, ფული ახლით ჩაანაცვლეთ, რათა ფულის წრებრუნვა გაააქტიუროთ.
- ცნობილია, რომ ფულს თვლა უყვარს. სახლში ფინანსური კეთილდღეობის მოზიდვაში დაგეხმარებათ ხის ფოთლების დათვლა. ამას მარტივად გააკეთებთ მტვრის მოწმენდის დროს.
ძლიერი შელოცვა
- შეიძინეთ ტაძარში 7 სანთელი. ჩაასხით ჭიქაში ხის მოსარწყავი წყალი. გადათვალეთ 7 ერთთეთრიანი მონეტა.
- ზუსტად შუაღამეს ჩაიკეტეთ ოთახში და აანთეთ სანთლები ისე, რომ ჩაკეტილი წრე გაჩნდეს. წრეში ფულის ხე უნდა მოათავსოთ.
- თანდათან მორწყეთ იგი წყლით და ზედიზედ შვიდჯერ წაიკითხეთ ქაღალდზე დაწერილი მაგიური შელოცვა:
შავ მიწაში ვდებ მონეტებს და ფულს ჩუმად ვპარავ ხეს.
დაე, ჩემს სახლში აყვავდეს იგი, თან მოიტანოს სიმდიდრე დიდი.
უფულობას ვუშვებ შორს, სახლის ზღურბლს აღარ გადმოაბიჯოს.