ნიახური სასარგებლოა ყველასთვის, განსაკუთრებით კი მამაკაცებისთვის

1878
ფოტო: publicdomainpictures

როგორც ვიცი, ნიახური სასარგებლოა მამაკაცის ჯანმრთელობისთვის. მართალია ეს თუ არა? პატივისცემით, ა.კ.

წერილს პასუხობს ექიმი-ნევროპათოლოგი, ვლადიმერ ბოლსუნი.

ნამდვილად ასეა. ავსტრიელმა მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ნიახურის დამატებით საკვების ერთი ულუფაც კი ზრდის მამაკაცის პოტენციას.

იმპოტენციის დროს იღებენ ნიახურის თესლის ნაყენს (ან ხმელი ფესვებისას): 1 ს.კ. ნედლეულს ასხამენ 1 ჭიქა მდუღარე წყალს და აყენებენ 4 საათით. იღებენ 1 ს.კ. დღეში სამჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე. მკურნალობის კურსი 1 თვეს მოიცავს.

გარდა ამისა, ნიახური სასარგებლოა ქალებისთვისაც. ამ ბოსტნეულს მძლავრი ბიომასტიმულირებელი თვისება აქვს. შემოდგომის დეპრესიის დროს იგი შეუცვლელია. თავისი ამგზნები მოქმედებით კი იგი ყველა სხვა მწვანე ბოსტნეულს უსწრებს.

ასევე, ნიახურს მკვეთრი შარდმდენი მოქმედებაც აქვს. იგი გამოიყენება თირკმლების დაავადებების სამკურნალოდ, ხელს უწყობს სისხლწარმოქმნას და აუმჯობესებს სისხლის ყველა მაჩვენებელს. ორგანიზმის საერთო ტონუსის ასამაღლებლად ამზადებენ დაქუცმაცებული ფესვის ცხელ ნაყენს: 2 ჩ.კ. ნედლეულს ასხამენ 1 ჭიქა მდუღარე წყალს, აყენებენ და იღებენ 1/3 ჭიქას დღეში სამჯერ, ჭამის წინ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს