ზოდიაქოს რომელ ნიშნებს გაუმართლებთ გაზაფხულზე.

0
823
ფოტო: gabschgarella on Pixabay

გაზაფხული ცვლილებების დროა. გარეთ ყველაფერი იღვიძებს, იშლება და მწვანდება. ქუჩაში თბება, სულში კი სინათლე და სიხარული იღვიძებს. გვაქვს თუ არა ოპტიმიზმის მიზეზი უკვე მარტში?

ასტროლოგები 5 ზოდიაქოს ნიშანს გამოყოფენ, რომელთაც 2020 წლის გაზაფხულის დასაწყისში ძალიან გაუმართლებთ, ამასთან ცხოვრების ყველა სფეროში. აუცილებლად ნახეთ, ხართ თუ არა მარტის მთავარ იღბლიანებს შორის. შესაძლოა, თქვენს ცხოვრებაში თეთრი ზოლები უკვე დაიწყო, თქვენ კი ამას არ იყენებთ…

1. კურო

ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენელს ბევრი შრომა უწევს და ახლობლებთან დროის გატარებასაც კი მსხვერპლად სწირავს. სწორედ მარტში ოქროს შუალედს იპოვით, რომ საკმარისად ბევრი გამოიმუშაოთ და ახლობლებისთვის დრო გამოძებნოთ. სპეციალისტები დარწმუნებულნი არიან, რომ დრო მოვიდა საკუთარი საქმით დაკავდეთ, რომელიც თავიდან ბევრ ენერგიას წაგართმევთ, მაგრამ მოგვიანებით დასვენების და ოჯახის წევრებთან მეტი დროის გატარების საშუალებას მოგცემთ.

2. კირჩხიბი

იდეა, რომელიც დიდი ხანია გაწუხებდათ, ბოლოს და ბოლოს შეიძლება განხორციელდეს. ასტროლოგები კირჩხიბს უწინასწარმეტყველებენ ენერგიის ზრდას, რაც ჩანაფიქრის ენთუზიაზმით განხორციელებაში დაეხმარება.

წარმატება თქვენს მხარეს იქნება. კომერციული თვალსაზრისით მომგებიან პროექტებში მონაწილეობის შანსი გამოჩნდება, მაგრამ გამჭრიახობა და შეუპოვრობა უნდა გამოიჩინოთ.

3. ვერძი

თქვენ ნამდვილად იგრძნობთ, თუ როდის დაიწყება თეთრი ზოლები თქვენს ცხოვრებაში, რადგან გაზაფხულის პირველივე დღეებში უსიამოვნებები უკან დაიხევს. პირველ რიგში, ასტროლოგები რომანტიკულ ურთიერთობაში წარმატებას გპირდებიან. მარტოხელა ვერძი მონათესავე სულს შეხვდება, რომლის ხელიდან გაშვება რთული იქნება.

ემოციური აღმასვლის ფონზე რამდენიმე თვის განმავლობაში საკუთარი შეცდომები და მიღწევები უნდა გაანალიზოთ, რომ გადაწყვიტოთ, თუ საით იმოძრაოთ. სწორი სტრატეგიის შექმნას აუცილებლად შეძლებთ, რომელიც სასურველ შედეგამდე მიგიყვანთ. მთავარია – გეგმის შესრულება არ დაგეზაროთ.

4. სასწორი

თუ ზამთარი მომაბეზრებელი და მოსაწყენი გეჩვენებოდათ, ახლა დროა ყველაფერი უკეთესობისკენ შეცვალოთ. სამსახურის მხრივ საინტერესო და მასშტაბური პროექტი გამოჩნდება, რომელშიც თავით გადაშვების სურვილი გაგიჩნდებათ. ასეთ შესაძლებლობაზე უარი არ თქვათ, რადგან საქმის ბოლომდე მისაყვანად ძალები ნამდვილად გეყოფათ.

აქტიური საქმიანობა საინტერესო ნაცნობობას გპირდებათ, რომელიც შეიძლება რომანტიკულ ურთიერთობაში გადაიზარდოს. ასტროლოგები დარწმუნებულნი არიან, რომ სასწორი ამ წელში დიდი ალბათობით ქორწილს გადაიხდის.

5. თხის რქა

უკვე თებერვლის ბოლოს თხის რქა უკეთესი დღეების მოახლოებას იგრძნობს. მარტში პოზიტიური ცვლილებები ცხოვრების სხვადასხვა სფეროში გამოჩნდება. ხელფასის მომატება, ახალი საინტერესო თანამდებობა ან გავლენიან ხალხთან ნაცნობობა – თქვენ მსგავსი ცვლილებები გელოდებათ. მთავარია, მარტოობაში არ ჩაიძიროთ და ცუდი ფიქრები მოიშოროთ. წინ ნათელი პერიოდი გელოდებათ, რომელიც დაგეხმარებათ, რომ უკეთესი გახდეთ.

როგორც ხედავთ, ასტროლოგები ამ გაზაფხულზე საკმაოდ პოზიტიურად არიან განწყობილნი. თუ ცვლილებები გწყურიათ, ხელი არ ჩაიქნიოთ, არამედ ამბიციური გეგმები შეადგინეთ და მათ განხორციელებაზე იბრძოლეთ. დროა, მთქნარება შეწყვიტოთ, რომ ნამდვილად ღირსეული საქმით დაკავდეთ.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი