წესები რომლის დახმარებითაც უკლებლივ ყველა თესლიდან მცენარე აღმოცენდება.

7611

როგორც ცნობილია, მსოფლიოში ყველაფერი იდეალური არაა, მით უმეტეს, როცა საქმე ბოსტანს ეხება. პრობლემები, როგორც წესი, თესლის დარგვიდან იწყება. ყველა თესლი არ იზრდება, არადა ნიადაგი კარგად მოვრწყეთ და საერთო ტემპერატურაც ყველგან ერთნაირი იყო.

რა უნდა გააკეთოთ, რომ კარგი მოსავლის შანსები გაზარდოთ? ჩვენ ერთი გამოცდილი საშუალება გვაქვს. მაღაზიაში ნაყიდი ქიმიური და „ჯადოსნური“ ნივთების გარეშე. მანამდე რამდენიმე რჩევას მოგცემთ, თუ როგორ დარგოთ თესლი სწორად ბინაში, ფანჯრის რაფაზე.

1. თესლები ერთმანეთთან ძალიან ახლოს არ დარგოთ

თუ თესლებს ერთმანეთთან ძალიან ახლოს დარგავთ, ეს სავალალო შედეგებს გამოიწვევს. თავიდან ყველაფერი ისე გაგრძელდება, როგორც უნდა იყოს, მაგრამ თესლები რაც უფრო სწრაფად განვითარდება, მათი ფესვები ერთმანეთში მით უფრო ძლიერ გადაიხლართება. ეს კი საერთო სისუსტეს გამოიწვევს, რადგან მათ ნორმალური ზრდისა და განვითარებისთვის ადგილი არ ყოფნთ. გადარგვის დროს გადახლართული ფესვები ზიანდება და მცენარე შეიძლება დაიღუპოს.

სჯობს ადგილის ეკონომიაზე არ იფიქროთ და თესლი ერთმანეთისგან 5 სმ-ს დაშორებით დარგოთ.

2. ნერგის კონტეინერი ცივ ფანჯრის რაფაზე არ დადოთ

დარგვიდან პირველ დღეებში თესლი დაბალი ტემპერატურის მიმართ ძალიან მგრძნობიარეა და ასეთი მგრძნობიარე კიდევ 10 დღე იქნება. სწორედ ამიტომ, სჯობს კონტეინერის ქვეშ ქაღალდი ან ქსოვილი დააფინოთ, რომ თესლის გაყინვის რისკი შეამციროთ. თუ ფანჯრის რაფა ცივია, არსებობს ალბათობა, რომ სადღაც ჰაერს ატარებს. ეცადეთ, ყველა ხვრელი ამოავსოთ და ორპირი ქარი თავიდან აიცილოთ, რომ თესლი არ გაიყინოს.

3. ნაცარი გამოიყენეთ

თუ აგარაკი ან ღუმელი გაქვთ, ან ნაცრის მოპოვების შანსი გაქვთ, ნაცარი აურიეთ ნიადაგს, სადაც თესლს დარგავთ. უბრალოდ ცოტა ნაცარი მიწას ზემოდან მოაყარეთ და მორწყეთ. ასე მომავალ მცენარეს საკვებით უზრუნველყოფთ და კარგი მოსავლის მიღების შანსი გაიზრდება.

4. ნიადაგის ჰაერით გაჯერება არ დაგავიწყდეთ

მცენარის ფესვებს ჟანგბადთან წვდომა სჭირდება. თუ მიწა ძალიან ჩატუმბულია, ფესვები გახმება და დაიღუპება. ეს რომ არ დაუშვათ, დრო და დრო კბილის ჩხირით მიწა გააფხვიერეთ, რომ ჰაერი იქ მოხვდეს, სადაც საჭიროა. არ გადააჭარბოთ, რომ კბილის ჩხირით ფესვები არ დააზიანოთ.

5. სწორი წყალი გამოიყენეთ

გაფილტრული წყალი არანაირი მნიშვნელოვან მინერალს არ შეიცავს. თავისი არსით, არაფერს შეიცავს, ამიტომ მას „სასიცოცხლო სითხეს“ ვერ ვუწოდებთ. ასეთი წყლით თესლი არ მორწყათ. გამოყენებამდე წყალი დააყენეთ. ასე ოთახის ტემპერატურის მისაღებად არის საჭირო. ცივი წყალი ნერგებისთვის დიდი სტრესია. ცივი წყალი არ გამოიყენოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში მცენარე ძალიან მალე დაიღუპება.

ახლა მთავარ საკითხს მივუბრუნდეთ: როგორ აღვადგინოთ გაღვივებული თესლი. სინამდვილეში, ყველაფერი ძალიან მარტივია.

თქვენ დაგჭირდებათ:

  • 2 ჭიქა ცხელი წყალი
  • 0,25 ჩ/კ ცხარე წიწაკა
  • 2 წვეთი სამედიცინო იოდი

მომზადება:

  1. ამ ინგრედიენტებიდან ხსნარი მოამზადეთ. თუ ამ ხსნარით თესლს დარგვიდან ერთი კვირის შემდეგ მორწყავთ, მათი სწრაფი გაზრდისთვის კარგი სტიმულაცია იქნება.
  2. თუ ამ ხსნარით მხოლოდ გაუღვივებელ თესლს მორწყავთ, ასე თესლების სწრაფად გაღვივების დიდი შანსი გექნებათ.

თესლის ვადის გარეგნულად შემოწმება პრაქტიკულად შეუძლებელია, ამიტომ გირჩევთ, რომ ეს მეთოდი აქტიურად გამოიყენოთ. ის უსაფრთხო და მარტივია. საჭირო ინგრედიენტების პოვნა კი სირთულეს არ წარმოადგენს.

როცა თესლი გაღვივდება და ნერგად გარდაიქმნება, ჩვენი რჩევები გამოიყენეთ, რომ ის ძლიერ ახალგაზრდა მცენარედ გაიზარდოს და კარგი მოსავალი მოგცეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს