რატომაა ვერძი განსაკუთრებული და რატომ უნდა გიყვარდეთ ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანი.

0
3793
ფოტო: DarkWorkX on Pixabay

ვერძი ზოდიაქოს პირველი ნიშანია. მზე ვერძის ნიშანში დაახლოებით 21 მარტიდან 20 აპრილის ჩათვლით მდებარეობს. ამ პერიოდში იბადებიან ცეცხლოვანი, იმპულსური და ძლიერი ხასიათის მქონე პიროვნებები. ამ ნიშნის ხასიათის შესახებ ახლა უფრო დაწვრილებით მოგიყვებით.

როგორია ვერძის ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანი

1. მას უყვარს თავგადასავლები

ვერძი ნებისმიერს წამოწევს რბილი დივნიდან, გაავსებს ენერგიით და წაიყვანს მოგზაურობაში. ადამიანებს, რომლებიც ამ ნიშნის ქცეშ დაიბადნენ, ყოველთვის უამრავი იდეა აქვს თავგადასავლებისთვის. ჩვეულებრივ გასეირნებას ან კინოში წასვლასაც კი, ვერძი ნამდვილ დღესასწაულად აქცევს.

2. ვერძი პოზიტიურია

იშვიათად შეხვდებით ვერძს, რომელიც დეპრესიასა და ნაღველს მიეცა. იგი შეიძლევა გაბრაზდეს, როცა საქმე ცუდად მიდის, თუმცა მოწყენა? არავითარ შემთხვევაში! საერთო ჯამში, ეს ძალიან პოზიტიური ნიშანია, რომელსაც უყვარს ხუმრობები, კარგი იუმორი და დადებითი განწყობა. მის სახეში შეიძლება ისეთი რამის პოვა, რაც ყოველთვის გაგამხნევებთ.

3. იგი პირდაპირია

ვერძს არ უყვარს მიკიბულ-მოკიბული საუბარი, ამბობს იმას, რაც არის. ამასთან, არ ღელავს იმაზე, რომ ვიღაცას მისი სიტყვები გულს ატკენს ან გააბრაზებს. თუ გულწრფელი აზრი გჭირდებათ, მიმართეთ ამ ნიშანს.

4. ვერძი იცავს სუსტებს და ეხმარება შეჭირვებულებს

იგი თავს ლიდერად, ინიციატორად, ამ ქვეყნის ყველაზე ძლევამოსილ არსებად მიიჩნევს. სწორედ ამიტომ, როგორც ასეთ ადამიანებს ახასიათებთ, უფრო სუსტ და მოწყვლად ადამიანებზე ზრუნავს.

მამაკაცი ვერძები ყოველთვის იცავენ თავიანთ ქალებს. ამასთან, მესაკუთრეობრივი ურთიერთობის შემთხვევაშიც კი აძლევენ თავისუფლებას, თუ ენდობიან.

5. მას უყვარს ძალაუფლება

ვერძს მოსწონს ხელმძღვანელობა და კონტროლი. იგი ხელიდან არ უშვებს კარიერული ზრდის შანსს. ამ ნიშნის წარმომადგენლებს შორის ხშირად გვხვდებიან ავტორიტეტული, ინიციატორი, გამბედავი, აქტიური და ახალი იდეებისადმი ღია ადამიანები. ქალი ვერძის კარიერა, ხშირად, მისთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პირადი ცხოვრება.

6. ვერძი რომანტიკულია

ვერძთან ვერ მოიწყენთ. ეს ნიშანი ერთდროულად ვნებიანი და რომანტიკულია. როცა ურთიერთობაში ყველაფერი კარგადაა, ვერძი არაფერს იშურებს საჩუქრებისა და ყურადღებისთვის. ვერძის ცხოვრებაში სიყვარული მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

7. იგი საიმედოა

ვერძი ერთგულია, მას შეგიძლიათ ენდოთ – იგი საიმედო მეგობარია. დიდი სიამოვნებით მოგისმენთ და საიდუმლო, რომელსაც გაანდობთ, სამუდამოდ შეინახება.

ვერძი იმპულსური, პრეტენზიული, ემოციური, მოუთმენელი ნიშანია. თუმცა, ამავდროულად, მას უამრავი დადებითი თვისება აქვს, რომლებიც მის ყველა ნაკლს გადაფარავს. როგორც კი მის დადებით მხარეებს შენიშნავთ, მაშინვე მიხვდებით, რომ ვერძი მეგობრის ყოლა ერთი სიამოვნებაა.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი