ჩაი, სისხლძარღვების ღრმა წმენდისთვის, რომელიც მარილებს შლის

0
2509

მარილის დამშლელი ჩაი ოსტეოქონდროზის, პოდაგრის და მტკივნეული სახსრების დროს დაგეხმარებათ. მხოლოდ 3 თვეში მარილი დაიშლება, ტკივილი გაქრება და ძველი მოქნილობა დაგიბრუნდებათ.

სისხლძარღვებში მარილების დასაშლელად მზესუმზირას ფესვების ჩაი გამოიყენება.

მარილის დამშლელი ჩაი

1 ჭიქა დაქუცმაცებული მზესუმზირას ფესვები 3 ლიტრ წყალში 5-10 წუთით ხარშეთ, შემდეგ გადაწურეთ და ნებისმიერი სითხის ნაცვლად დალიეთ.

ეს ნაყენი ოსტეოქონდროზის მარილების დროს ეფექტურად დაგეხმარებათ. მკურნალობის კურსი 2-3 თვე.

მზესუმზირას ფესვების ჩაის დიდი დოზებით 1 თვის ან უფრო მეტი ხნის განმავლობაში სვამენ. ამასთან მარილების გამოდევნა მკურნალობის დაწყებიდან მხოლოდ 2 კვირის შემდეგ იწყება და მათი გამოდევნა არ წყდება მანამ, სანამ შარდი წყალივით გამჭვირვალე არ გახდება.

შარდით გამოყოფილი მარილი რომ შეაგროვოთ, დაახლოებით 2-3 კგ-ს მიიღებთ.

ბუნებრივია, ამ პერიოდში ცხარე და ძალიან მარილიანი საკვების (მაგალითად, ქაშაყი), ასევე ძმრის მიღება არ შეიძლება.

საკვები ზომიერად მარილიანი უნდა იყოს და კუჭი არ უნდა დაამძიმოთ.

კიდევ რომელი მცენარეები გამოდევნიან მარილებს

მარილებს კარგად შლის ჩვეულებრივი მატიტელას, შვიტას, საზამთროს ქერქის, გოგრის ყუნწის, დათვის კენკრას და მარწყვის ჩაი.

ასევე სხვადასხვა მცენარეების წვენების მიღებას გირჩევთ. მაგალითად, შავი ბოლოკის წვენი ნაღვლის სადინარებსა და ნაღვლის ბუშტში მინერალებს, ასევე სისხლძარღვებში, თირკმლის მენჯსა და შარდის ბუშტში დაგროვებულ სხვა მარილებს შესანიშნავად შლის.

ოხრახუშის ფესვების წვენი მარილებს კარგად შლის.

კვების რეჟიმი

რეკომენდებულია 1-2 თვის განმავლობაში, ჭამამდე 20-30 წუთით ადრე 1/3 ჭიქა ჭარხლის წვენის დალევა, რომელიც ახალ დაწურული უნდა იყოს. მაცივარში მაქსიმუმ 2 საათით შეგიძლიათ შეინახოთ. ასევე დღის განმავლობაში 100 გრ ხაჭო უნდა მიირთვათ.

ათეროსკლეროზის და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადების განვითარების რისკის შესამცირებლად უჯრედისის შემცველ პროდუქტებს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ.

პროდუქტებს, რომლებიც „ცუდი“ და ზოგადი ქოლესტერინის დონეს ამცირებენ, ხოლო „კარგი“ ქოლესტერინის დონეს ზრდიან, მიეკუთვნება: ბრინჯი, აღმონაცენი, ქატო, ვაშლი, ქერი, ოსპი, მოცვი, სტაფილო, თევზი, ნიორი, ყურძენი და კომბოსტო.

სცადეთ, მზესუმზირას ჩემს მიწის ნაკვეთზე სპეციალურად ვრგავ, ხოლო შემოდგომაზე ფესვებს ვიღებ. თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი