ეს ვიტამინური ნარევი ორგანიზმს ყველა პროცესში დაეხმარება

0
1327

წლის გარდამავალ პერიოდში, ასევე, ზამთარში, სუსტი იმუნიტეტის გამო, ადამიანები სხვადასხვა დაავადებას ექვემდებარებიან. ვიცი, რომ არსებობს ნიკოლაი ამოსოვის უნიკალური ნარევი, რომელიც აძლიერებს ორგანიზმს. შეიძლება თუ არა ამ ელექსირის რეცეპტის ამობეჭდვა? პატივისცემით, ნ.ფ.

ნამდვილად, ცნობილმა ქირურგმა, ნიკოლაი ამოსოვმა, ავიტამინოზის, უძალობის, დასუსტებული იმუნიტეტის დროს, მოსახლეობას ნატურალური პროდუქტების ნარევი ურჩია. ნიკოლაი ამოსოვი ამ გამაძლიერებელ საშუალებას ურჩევდა ავადმყოფებს ოპერაციის შემდეგ, ორგანიზმის სწრაფად აღსადგენად. მისი მიღება, აგრეთვე, ჯანმრთელ ადამიანებსაც შეუძლიათ.

გთავაზობთ ვიტამინური ნარევის რეცეპტს: აიღეთ 500-500 გ ბერძნული კაკალი, უკურკო ქლიავის ჩირი, ლეღვი, კურაგა, ქიშმიში, 1 მთლიანი ლიმონი. ყველა ინგრედიენტი გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში ან სამზარეულოს კომბაინში. მიღებულ მასას დაუმატეთ 500 გ თაფლი და კარგად მოურიეთ. მოათავსეთ შუშის ქილაში, დაახურეთ და შეინახეთ მაცივარში. მიიღეთ დღეში ორჯერ, 1 ს.კ. მასა ვიტამინებისა და მიკროელემენტების სრულყოფილი წყაროა.

ნარევის უფრო მარტივი ვარიანტი: 200-200 გ თაფლი, ბერძნული კაკალი, კურაგა, ქიშმიში, 1 მთელი ლიმონი დააქუცმაცეთ სამზარეულო კომბაინში ან ხორცსაკეპში. მიღებული მასა მოათავსეთ ქილაში, დაახურეთ და შედგით მაცივარში.

მომზადებამდე, ჩირები გარეცხეთ თბილ წყალში, ღამით დაასხით ცივი, გადადუღებული წყალი, დილით გადაღვარეთ. შემდეგ გაავლეთ თბილი წყლით, დაყარეთ პირსახოცზე და აცადეთ გაშრობა. ჩირის შერჩევისას გახსოვდეთ, რომ ნაკლებად მიმზიდველი იერი პროდუქტის ნატურალურობის ნიშანია.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი