აღმოჩნდა, რომ ყურძნის წიპწებსაც შეუძლია ჩვენი განკურნება

1442
ფოტო: ferra

გთხოვთ, მომწეროთ, სასარგებლოა თუ არა რამისთვის ყურძნის წიპწები. პატივისცემით, ირინა.

წერილს პასუხობს ბიოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი, ლუბოვ დუდჩენკო.

ყურძენში, რომელსაც არამხოლოდ საკვებად, არამედ სამკურნალოდ, ყურძნის დღეების მოსაწყობადაც იყენებენ, სასარგებლოა წიპწებიც. ჩვეულებრივ, წვენის ან მურაბის მომზადების დროს უამრავი ყურძნის წიპწა რჩება. სწორედ წიპწებია კარგი შარდმდენი საშუალება.

1 ჭიქა წყალზე იღებენ 1 ს.კ. გამომშრალ წიპწებს, ხარშავენ 10 წუთით ნელ ცეცხლზე, მიღებულ ნახარშს ფილტრავენ და იღებენ 1/3 ჭიქას დღეში სამჯერ.

ყურძნის წიპწებისგან, აგრეთვე, შესანიშნავ ზეთს ამზადებენ. სამწუხაროდ, მისი მომზადება მხოლოდ საწარმოს პირობებშია შესაძლებელი, თუმცა წიპწების ზეთი აფთიაქში იყიდება. გირჩევთ, ყურადღება ფასსა და მწარმოებელზე გაამახვილოთ: დაბალი ფასი შეიძლება უხარისხო პროდუქტზე მეტყველებდეს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს