შავი მარილი სხვადასხვა კერძებს განსაკუთრებულ გემოს ანიჭებს

0
228
ფოტო: Nick44android on wikimedia

„გაყიდვაში „შავი მარილი“ გამოჩნდა. როგორ მივიღოთ? პატივისცემით, ე. დ.“

შავი მარილი ქვის მარილის ნაირსახეობაა. მას მდიდარი ბუნებრივი შემადგენლობა აქვს, ამასთან NaCI შემცველობა უფრო დაბალია, ვიდრე ჩვეულებრივ მარილში. სწორედ ამიტომ, სახსრებში არ გროვდება და ორგანიზმში სითხის შეკავებას არ იწვევს.

თავისი თვისებებით შავი მარილი სოიოს სოუსს ჰგავს – მდიდარია ნივთიერებით, რომელიც ორგანიზმზე მოქმედებს როგორც ფერმენტი და საჭმლის მონელებას აუმჯობესებს.

მას პიკანტური სუნი და უჩვეულო გემო აქვს, რაც კერძებს კვერცხის მსუბუქ გემოს ანიჭებს. შავი მარილი იოდით, კალიუმით, გოგირდით, რკინით და სხვა მიკროელემენტებით მდიდარია.

შავი მარილი ტოფუს კერძებს კარგად უხდება, რეცეპტებში კვერცხის გემოს ცვლის, ნებისმიერ სალათს კარგ გემოს ანიჭებს.

ტაფამწვარი ტოფუთი და ვეგეტარიანული ოლივიე შავი მარილის გარეშე გემრიელი ვერ გამოვა.

შავი მარილი მომზადების ბოლოს თერმული დამუშავების გარეშე გამოიყენეთ, რომ თავისი ღირებული ორგანული ნაერთები შეინარჩუნოს.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი