ჯადოსნური სასმელი – მარილწყალი
კომბოსტოს მწნილი არა მხოლოდ გემრიელი კერძია, რომელიც ნებისმიერ სუფრას ამშვენებს და მადას ზრდის, არამედ სამკურნალოცაა. სწორედ ამიტომ, რაც შეიძლება ბევრი უნდა ჭამოთ და კარგად დაღეჭოთ, ასე ღრძილები უფრო ძლიერი და ჯანმრთელი იქნება. რაც შეეხება კომბოსტოს მარილწყალს ეს უბრალოდ ჯადოსნური სასმელია.
პირველ რიგში, მარილწყალში შემავალი ორგანული მჟავები ნაღვლის ბუშტიდან კენჭებს და ქვიშას გამოდევნის. ნახევარი ჭიქა მარილწყალი ჭამის წინ 1 კვირის განმავლობაში დალიეთ და ქვიშა და კენჭები გაქრება.
მეორეც, დაბალი მჟავიანობის მქონე გასტრიტს აბების გარეშე 2-3 კვირაში დაარეგულირებთ და ფეხზე დადგებით.
მესამეც, დიაბეტიკებმა კომბოსტოს მწნილის გარეშე არ უნდა გამოიზამთრონ: მისი მარილწყალი სისხლში შაქრის დონეს ამცირებს.
ხალხში ღვიძლის დაავადების დროს ასეთი სასმელი საკმაოდ პოპულარულია: 0,5 ჭიქა კომბოსტოს მწნილის მარილწყლის და ამდენივე რაოდენობის პომიდვრის წვენის კოქტეილი. სასმელი ღვიძლზე სამკურნალო მოქმედებას ახდენს. მას დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე 1 თვის განმავლობაში სვამენ.
გარდა ამისა, მარილწყალი ნაბახუსევის სინდრომს აქრობს. 1 ჭიქა სასმელი საღამოს დალეული ალკოჰოლის გადალახვაში დაგეხმარებათ და თავს უკეთ იგრძნობთ.
დიეტა ჭიების მოსაშორებლად
ხალხური მედიცინა კომბოსტოს მარილწყლის დალევას ურჩევს მათ, ვისაც სწორი ნაწლავის პრობლემები და ბუასილი აწუხებთ. სასურველია, რომ დღეში 2 ჭიქა მარილწყალი დალიოთ. ასე ყველაფერი დალაგდება.
ადამიანი თავს ცუდად გრძნობს, როცა ორგანიზმში ჭიების არსებობას იგებს, რომლებიც ნელ-ნელა მკვებავ ნივთიერებებს პარავენ და მრავლდებიან. ეს მავნებლები კომბოსტოს მწნილს ვერ ეგუებიან და მისი დახმარებით პარაზიტების გაქრობას შეძლებთ.
ღვიძლში ლამბლიების დროს რეკომენდებულია ნახევარი ჭიქა მარილწყალი ჭამამდე ნახევარი საათით ადრე დალიოთ. თუ ჭიები ნაწლავებშია აღმოჩენილი, დიეტაზე დასვით. 3-4 დღე მხოლოდ კომბოსტოს მწნილი შეჭამეთ და ჭიები აუცილებლად გამოვლენ, თუ სად გაქრა მათი ხორცი და რძე.
კომბოსტოს ნიღბები სილამაზისთვის
მოზარდისთვის აკნე უდაოდ დიდი პრობლემაა, ხოლო ქალისთვის ნებისმიერ ასაკში დიდი უსიამოვნებაა. ამ პრობლემის მოშორებას სრული სერიოზულობით უნდა მიუდგეთ. რაციონიდან ცხიმიანი, შებოლილი და ტკბილი პროდუქტები გამორიცხეთ. უჯრედისით მდიდარი პროდუქტები მიიღეთ, მათ შორის კომბოსტოს მწნილი, ბოსტნეული, ხილი და რძისმჟავე პროდუქტები.
რეკომენდებულია, რომ ყოველდღე სახე საპნით დაიბანოთ და სპირტით (სალიცილის, ქაფურის და ა.შ.) გაიწმინდოთ. პერიოდულად ორთქლის აბაზანა გაიკეთეთ და სუფთა ხელებით სახე ნაზად გაიწმინდეთ.
კიდევ უფრო კარგი იქნება, თუ კომბოსტოს მწნილისგან ნიღაბს გაიკეთებთ. დაორთქლილ სახეზე მჭიდროდ დაიდეთ, სალფეთქით დაიფარეთ და 30 წუთით გაიჩერეთ.
კომბოსტოს მარილწყალის ნიღბები გამოადგება მათ, ვისაც ჭორფლების გაღიავება სურთ. მასში სალფეთქი დაასველეთ და სახეზე დაიდეთ. 10 წუთში მოიშორეთ, სახე კი წყლით დაიბანეთ.
ერთი სიტყვით, კომბოსტო სასწრაფოდ დაამწნილეთ ან ბაზრობაზე ან სუპერმარკეტში შეიძინეთ.