ყველა ფეხსაცმელს სარეცხის მანქანაში ვრეცხავ: ფეხსაცმელიც სუფთაა და მანქანაც არ ზიანდება.

1380
ფოტო: Clker-Free-Vector-Images on Pixabay & PxHere / edited by paparazzi.ge

ელვისსისწრაფით განვითარებადი ტექნოლოგიების წყალობით, ფეხსაცმლის სარეცხ მანქანაში რეცხვა ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. თუმცა, ამ ნაბიჯს ბევრი დიასახლისი არ დგამს და ძვირადღირებულ ფეხსაცმელს, სპორტულ კედებსა და ქოშებს ხელით რეცხავს. ფეხსაცმლის მწარმოებლები კი გვირჩევენ, რომ უარი ვთქვათ ფეხსაცმლის სარეცხ მანქანაში გარეცხვაზე.

დღეს ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ გავცემთ პასუხს ამ რთულ კითხვას: გავრეცხოთ თუ არა ფეხსაცმელი სარეცხ მანქანაში?

ფეხსაცმლის რეცხვა

რა თქმა უნდა, ნებისმიერი ფეხსაცმლის შეტენვა არ შეიძლება მანქანაში, თუ გინდათ, რომ სავალალო შედეგები აიცილოთ თავიდან. მაგალითად, ტყავის ფეხსაცმელი უნდა გარეცხოთ ხელით, თუმცა სპორტული ფეხსაცმელი და სახლის ფლოსტები შეგიძლიათ თამამად შეყაროთ სარეცხ მანქანაში, მთავარია, ეს სწორად გააკეთოთ.

ჩვენი რედაქცია გასწავლით, თუ როგორ უნდა გარეცხოთ ფეხსაცმელი სარეცხ მანქანაში ისე, რომ ფეხშიშველა არ დარჩეთ. მიჰყევით ფეხსაცმლის რეცხვის მარტივ წესებს და თქვენს ცხოვრებაში ერთი პრობლემით ნაკლები იქნება.

  1. ნუ შეგეშინდებათ სარეცხ მანქანაში ფეხსაცმლის გარეცხვისა, განსაკუთრებით, თუ იგი ქსოვილისგანაა დამზადებული. ეს შეიძლება იყოს ბადეებიანი კედები, საშინაო ფლოსტები ან ქოშები. მძიმეძირიანი ფეხსაცმელი, უმჯობესია, ხელით გაირეცხოს, რათა დოლურა და კარის შუშა არ დაზიანდეს.
  2. თუ თქვენი სარეცხი მანქანის დღეგრძელობაზე ზრუნავთ, რეცხვამდე აუცილებლად მოაშორეთ ფეხსაცმლის ძირებს კენჭები და გარეცხეთ შეძლებისდაგვარად.
  3. ფეხსაცმლის რეცხვისას უნდა გამოიყენოთ სპეციალური რეჟიმი, რომელიც არაუმეტეს 30 გრადუსს ითვალისწინებს. ამ დროს ნებისმიერი სარეცხი საშუალების გამოყენება შეგიძლიათ, მაგრამ ფხვნილს გელი ნამდვილად სჯობს, რადგან მისი გავლება უფრო მარტივია.
  4. რეცხვამდე აუცილებლად მოხსენით ფეხსაცმელს თასმები თუ სხვა სამაგრები.
  5. გამოიყენეთ სპეციალური ფეხსაცმლის სარეცხი ტომარა მანქანისთვის. იგი დაიცავს დოლურას დეფორმაციისგან, რადგან ქაოტურ დარტყმებს თავიდან ააცილებს.
  6. იმისათვის, რომ უსიამოვნო სუნი ერთი გარეცხვით მოაშოროთ და დაუბრუნოთ თეთრ ფეხსაცმელს პირველადი იერი, ჩაყარეთ სოდა თითოეულ ფეხსაცმელში და გააჩერეთ მთელი ღამით. ამის შემდეგ, შეყარეთ სარეცხ მანქანაში რეჟიმზე “სპორტული ფეხსაცმელი”.
  7. იმისათვის, რომ საყვარელი კედები თუ ბოტასები არ დეფორმირდეს ან არ აძვრეს, გააშრეთ ფეხსაცმელი სუფთა ჰაერზე.

როგორც აღმოჩნდა, მანქანაში ფეხსაცმლის რეცხვა რთული არაა, თანაც ამ დროს არც ფეხსაცმელს და არც ტექნიკას არ დააზიანებთ. ყურადღებით წაიკითხეთ ფეხსაცმლის იარლიყები – ზოგიერთი მწარმოებელი რეცხვის ინსტრუქციასაც ატანს ხოლმე პროდუქტს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს