მოამზადეთ ჟოლოს ფოთლების ნაყენი ნერვული შეტევის და გულის დაავადების სამკურნალოდ

0
536

უკვე დიდი ხანია ნერვული შეტევისა და გულის დაავადების სამკურნალოდ ჟოლოს ფოთლების ნაყენს ვიყენებ.

ქილის 1/3 ნაწილს მსუბუქად დაქუცმაცებული ჟოლოს ფოთლებით ვავსებ, ზემოდან 40%-იან არაყს ვასხამ და 10 დღე ვაყენებ.

შემდეგ ნაყენს ვწურავ და აუცილებლობის შემთხვევაში დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე, პირველი 10 დღე ადრე 20 წვეთს, მეორე 10 დღე – 30 წვეთს, მესამე 10 დღის განმავლობაში კი – 50 წვეთს ვიღებ.

მკურნალობის კურსი – 3 თვე.

ამ ნაყენის და ივან-ჩაის წყლის ნაყენის ერთდროულად მიღება კარგ შედეგს იძლევა. ( 1ს/კ ნედლი ჩაის ფოთლებს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით. 6 საათით გააჩერეთ. სჯობს ბალახი თერმოსში დააყენოთ).

ზაფხულის ჟოლოს ფოთლების ნაყენი თქვენს აწეწილ ნერვებს დაამშვიდებს, ხოლო მისი ფესვების ნახარშს ბრონქული ასთმის დროს სვამენ.

ამ მცენარის ყვავილების ნაყენი ბუასილის და ქალური დაავადებების დროს ტამპონების გასაჟღენთად გამოიყენება, ხოლო ფოთლების და ღეროების ნახარში ნევრასტენიას და ნევრიტს მოგაშორებთ.

ჟოლოს ფოთლები ქალებისთვის

ჟოლოს სისხლის აღმდგენი თვისება ნამდვილად შეუფასებელია: თუ კენკრის ფოთლების ნაყენს დალევთ, შინაგანი სისხლდენა ცოტა ხანში შეწყდება.

ქალებო, ყურადღება მიაქციეთ: უხვი მენსტრუაციის დროს ჟოლოს ნაყენი კარგი დამხმარე იქნება!

ჟოლოს ფოთლები ორგანიზმში ანთებითი პროცესის დროს

ჟოლოს ფოთლებს ანთების საწინააღმდეგო თვისებები აქვთ.

თუ კანზე დიდი ხანია შეუხორცებელი ჭრილობა, ნაკაწრი გაქვთ, ჟოლოს ფოთლები შესანიშნავად დაგეხმარებათ, რადგან მისი ჩარევის შემდეგ კანი ძალიან სწრაფად შეხორცდება.

ჟოლოს ფოთოლი აიღეთ, რამდენიმე ადგილას გაჭერით და მტკივნეულ ადგილას დაიდეთ, შემდეგ დააფიქსირეთ. ფოთოლი ნახევარი საათის შემდეგ მოიშორეთ.

ხშირად სახის კანი ან მკერდის ზედა ნაწილზე ანთებითი პროცესები იქმნება და რამდენიმე ფერიმჭამელი ჩნდება. საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ კანის მსგავსი პრობლემა მოზრდილებს ხშირად აწუხებს, რაც ჰორმონალურ ცვლილებებს უკავშირდება.

ასეთ შემთხვევაში, რამდენიმე ჟოლოს ფოთოლი აიღეთ, რამდენიმე ადგილას გაჭერით და იმ ადგილას დაიდეთ, სადაც მკურნალობა საჭიროა.

დააფიქსირეთ და 20-25 წუთით გაიჩერეთ. თუ პროცედურას რამდენჯერმე გაიმეორებთ, შედეგი არ დააყოვნებს.

ჟოლოს მშრალი ფოთლები სამკურნალო სახვევს იგივე, ოღონდ არა მსგავსი სიძლიერის მოქმედება აქვს.

რამდენიმე ფოთოლი აიღეთ, 2 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით და ქსოვილი დააფარეთ. რამდენიმე ხნით თბილ ადგილას დატოვეთ. იგივე ახალი ფოთლებით გააკეთეთ.

დაყენებული ფოთლები კანის პრობლემურ ნაწილზე დაიდეთ, ზემოდან მშრალი ქსოვილი დაიფარეთ, რომ სითბო რაც შეიძლება დიდხანს შენარჩუნდეს.

ეს პროცედურა მწოლარე პოზაში გააკეთეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ჟოლოს ფოთოლი შეიძლება ჩამოვარდეს. ამასთან, ნებისმიერი მანიპულაცია, რომელიც ჯანმრთელობას შეეხება, მშვიდ მდგომარეობაში, შფოთვისა და სიჩქარის გარეშე უნდა შესრულდეს.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი