რატომ ინახავენ ლომები წყენას და როგორ გამოვნახოთ მათთან საერთო ენა

872
ფოტო: DarkWorkX on Pixabay / edited by paparazzi.ge

ლომის ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ იღბლიანები. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც ჰარმონიულად ითავსებენ კრეატიულობასაც და მეგობრობულობასაც, აგრეთვე, დამოუკიდებელი ცხოვრების უნარსაც.

მათ შეუძლიათ ხანგრძლივი გეგმების შედგენა და მათი განხორციელება. თანაც, ამბიციურობის კუთხით, ისინი ნებისმიერზე მაღლა დგანან. ლომები ის ადამიანები არიან, რომლებიც ზოდიაქოს საუკეთესო ნიშნის ტიტულისთვის იბრძვიან. როგორია მათი მთავარი მახასიათებლები?

ლომის ნიშნის მახასიათებლები

ზოდიაქოს ნიშანი ლომი – 23 ივლისიდან 22 აგვისტოს ჩათვლით

1. ლომს უყვარს სითბო და მზე

იგი შემთხვევით არ დაბადებულა წლის ყველაზე თბილ დროს. მზე, მხიარულება და სიხარული – ეს ისაა, რაც ლომს მთელი წლის მანძილზე სჭირდება.

2. მეგობრულია

ლომის ერთგულება თითქმის ურყევია, ამიტომ, ასეთ ადამიანებს, როგორც წესი, შეგიძლიათ უსიტყვოდ ენდოთ. თუმცა, ლომი ბუტიაცაა. ღალატს ან სულელურ ურთიერთობებს არ მოითმენს.

3. უყვარს წყენის შემონახვა

მას კარგად ახსოვს ნებისმიერი წყენა. თუ ვინმე ლომს აწყენინებს, ამისთვის, ალბათ, ძვირად აგებს პასუხს.

4. შეუძლია ყურადღებისა და საჩუქრების ჩუქება

ლომები საჩუქრებს უკეთებენ და ყურადღებას ჩუქნიან საყვარელ ადამიანებს, სამაგიეროდ კი არაფერს ითხოვენ. თუმცა, მათ შეუძლიათ იმის დაფასებაც, რასაც სხვებისგან იღებენ.

5. მხიარულია

სპონტანური ლომი გიჟდება გართობასა და მხიარულებაზე, დღის ნებისმიერ მონაკვეთში. ამიტომ, კარგ კომპანიაში ყოველთვის უნდა იყოს ამ ნიშნის ერთი წარმომადგენელი მაინც. მასთან ერთად ნებისმიერი შეკრება უფრო სასიამოვნო ხდება.

6. პუნქტუალურობა მისი სუსტი მხარეა

იმ მომენტის პროგნოზირება, თუ როდის მოისურვებს ლომი მობრძანებას, შეუძლებელია, ამიტომ მისი მონაწილეობის წინასწარ დაგეგმვა ძალიან რთულია. სამაგიეროდ, როცა იგი საბოლოოდ მოიფიქრებს და მოვა, ყველაფერს ნამდვილ დღესასწაულად აქცევს.

7. მარტო თავს კარგად გრძნობს 

ლომს არ გაუჭირდება ხალხში თავის მოწონება, თუმცა არც მარტოობის ეშინია. უქმეების სახლში, საყვარელ სერიალთან და კატასთან ერთად გატარება სავსებით ადეკვატური საქმიანობაა ლომისთვის.

8. შეუძლია ზრუნვა

თითოეული ლომი პრაიდის ნამდვილი წინამძღოლია – ყველაზე ზრუნავს. ამასთან, ეს არამხოლოდ მისი ოჯახის წევრებს, არამედ მეგობრებსაც ეხება. თუ პრობლემებთან დამოუკიდებლად გამკლავება არ შეგიძლიათ, ლომი ყოველთვის დაგეხმარებათ.

9. იგი კარგად გამოიყურება

ლომის შინაგანი თავდაჯერებულობა მას მუდმივი გარეგნული სილამაზის შენარჩუნებაში ეხმარება. მეტიც, მის გვერდით სხვებიც კი უკეთ გამოიყურებიან.

10. შეუძლია სიყვარული

ლომი სიყვარულში ვნებიანია. კითხვა, თუ რომელი ნიშანი შეეფერება ლომს სასიყვარულო ურთიერთობებში, შეუფერებელია. მას ნებისმიერ ადამიანში შეუძლია კარგის დანახვა და არსებულის გაუმჯობესება. იგი თავდაჯერებული, მზრუნველი და მომხიბლავია. საყვარელი ადამიანისთვის ლომი ყველაფერზე წავა, რადგან ჭეშმარიტად სიყვარული შეუძლია.

უბრალოდ გაიხსენეთ, რამდენი ცნობილი ადამიანია ლომი: მადონა, არნოლდ შვარცნეგერი, ნაპოლეონი, ჰუსეინ ბოლტი, კოკო შანელი, დემი ლოვატო, მიკ ჯაგერი, სტენლი კუბრიკი, ნილ არმსტრონგი, ვიტნი ჰიუსტონი…

არსებობს მოსაზრება, რომ სწორედ ხასიათის თავისებურებები ზრდის ლომის წარმატების შანსებს. სიამაყე და თავდაჯერებულობა ხომ მას ავანტურებისკენ უბიძგებს, რომლებიც მის ცხოვრებას მკვეთრი ფერებით ავსებს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს