სტაფილოს წვენი და კვერცხის ლიქიორი ორგანიზმს კალციუმით გაამდიდრებს

538
ფოტო: Diese lizenzfreien Fotos darfst du zwar verwenden on Pixabay

„როგორ შევაფერხო ძვლებიდან კალციუმის გამოფიტვა და როგორ გავზარდო მისი რაოდენობა? პატივისცემით, ს. ვ.

წერილს ნატუროპათი და ხალხური მკურნალი ელენა სვიტკო პასუხობს.

ორგანიზმში კალციუმის დეფიციტი ისეთი დაავადების საფრთხეს ქმნის, როგორიცაა ოსტეოპოროზი. პროფილაქტიკის მიზნით შაქრის მიღება შეზღუდეთ, რომელიც ძვლოვანი მასის შემცირებაზე გავლენას ახდენს. შაქრის ნაცვლად სჯობს თაფლი გამოიყენოთ.

ასევე სასარგებლოა 1 ჭიქა სტაფილოს წვენის დალევა, რომელიც ბევრ კალციუმს შეიცავს. სტაფილო ოსტეოპოროზის და რევმატიზმის კარგი საპროფილაქტიკო საშუალებაა, ის პარაფარისებრ ჯირკვლებზე დადებით გავლენას ახდენს. სწორედ ამიტომ, მენიუში სტაფილოს სალათების ხშირად დამატება ზედმეტი არ იქნება. 2 სტაფილო საშუალო ზომის სახეხზე გახეხეთ, ქიშმიში დაუმატეთ და ლიმონის წვენით და ზეითუნის ზეთით მორთეთ. ეს სალათი ღვიძლს გაწმენდს და მხედველობას გააუმჯობესებს.

ასაკოვან ქალს, განსაკუთრებით მშობიარობის შემდეგ, კალციუმის გაზრდილი მოთხოვნილება აქვს. ნატუროპათიური მედიცინა კალციუმის მაჩვენებლის გასაზრდელად რძემჟავა პროდუქტების (არა რძე!) მიღებას გირჩევთ.

ძვლების გასაძლიერებლად ე.წ. კალიუმის ბოსტნეულის ბულიონის გამოყენება სასარგებლოა. ოხრახუში ფესვები, ნიახურის ფესვები, 3 გაუსუფთავებული კარტოფილი, 3 გაუსუფთავებული ჭარხალი, 2 სტაფილო, გოგრის პატარა ნაჭერი და 2 ხახვი მსხვილ ნაჭრებად დაჭერით და ქვაბში მოათავსეთ. 1 მუჭა ლობიო დაუმატეთ და სუფთა წყალი დაასხით ისე, რომ ბოსტნეულის 1/3 დაიფაროს. ქვაბს თავსახური დაახურეთ და 40 წუთით ხარშეთ. მომზადებამდე რამდენიმე წუთით ადრე კამა და ნიორი დაუმატეთ. გადაწურეთ, კარაქი და ცოტა დაფქული კოჭა დაუმატეთ. დღის განმავლობაში ყლუპებად დალიეთ. ბოსტნეულით პიურე გააკეთეთ. ასეთი კერძი არა მხოლოდ ძვლებს გააძლიერებს, არამედ სისხლს გაწმენდს და ორგანიზმიდან ტოქსინებს გამოდევნის.

ოსტეოპოროზის პროფილაქტიკის და მკურნალობის მიზნით გირჩევთ კალციუმის ლიქიორის მიღებას გირჩევთ. 7 თეთრი ნაჭუჭის მქონე სახლის კვერცხი კარგად გარეცხეთ, მინის ქილაში მოათავსეთ, 12 ლიმონის წვენი დაასხით ისე, რომ ნაჭუჭი ბოლომდე დაიფაროს. 10 დღე თავდახურულ ჭურჭელში მაცივარში შეინახეთ. კვერცხი უნდა დაიშალოს და ღირებული პროდუქტი, კალციუმის ციტრატი წარმოიქმნას, რომელსაც ორგანიზმი უფრო უკეთ ითვისებს, ვიდრე სააფთიაქო კალციუმს. ნარევი მიქსერით აურიეთ და გადაწურეთ. 200 მლ თაფლი და 500 მლ კონიაკი დაუმატეთ. მინის ქილებში ჩაასხით. 1 ს/კ ნარევი დღეში 3-ჯერ, 2-3 თვის განმავლობაში დალიეთ. 1 თვიანი შესვენების შემდეგ კურსი გაიმეორეთ.

კალციუმის უკეთ ასათვისებლად სისხლძარღვების გაწმენდას და ორგანიზმიდან ტოქსინების მოშორებას გირჩევთ. ამისთვის ჩეხი პარფიუმერის, ფრანცისკა ბარდოსუს რეცეპტი გამოიყენეთ. 2 ს/კ ლიმონის წვენი და 2 ს/კ ასკილის სიროფი (სააფთიაქო), 200 მლ წყალი და დანის წვერით ცხარე წითელი წიწაკა აიღეთ. ლიმონის წვენი წყალში გააზავეთ და წიწაკა დაუმატეთ. ნარევი ასკილის სიროფში ჩაასხით. მიღებული საშუალების დალევა სავსემთვარეობა დაიწყეთ და 2 კვირა დალიეთ: 100 მლ დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე. ამის შემდეგ 2 კვირა შეისვენეთ. ნარევი სისხლის მიმოქცევას და არტერიულ წნევას არეგულირებს, მთელ ენდოკრინულ სისტემას წმენდს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს