როიბუშის ჩაი და შვრიის ნახარში: სასმელები ორსულებისთვის

0
423

„მინდა სპეციალისტებს ვკითხო, ორსულებისთვის მცენარეული ჩაის დალევა შეიძლება, კერძოდ, პიტნის, ბარამბოს, კრაზანას, ფარსმანდუკის, მარწყვის, ჟოლოს, მაყვლის, კაკლის ფოთლების, ალუბლის, მოცხარის, წყლის იელის და ა.შ.? ასევე ასკილის, ძახველის, კვრინჩხის და კუნელის ნაყოფი? პატივისცემით, ანასტასია“

წერილს ნატუროპათი და ხალხური მკურნალი ელენა სვიტკო პასუხობს.

მკითხველის მიერ ჩამოთვლილი მცენარეების დიდი სიიდან ზოგიერთზე მინდა ყურადღება შევაჩერო. ორსულებისთვის მიზანშეწონილი არაა წყლის იელის მიღება. ეს შხამიანი მცენარეა, რომლის არასწორმა გამოყენებამ შეიძლება ნაყოფის კვდომა გამოიწვიოს. ასევე არ ღირს ყვითელი ტეგანის, ოხრახუშის, ჟოლოს ფოთლების და ნაყოფის გამოყენება, რადგან ნაყოფის მოშორების საფრთხე არსებობს. აი, ორსულობის ბოლო თვეში შეგიძლიათ ჟოლოს ფოთლები და ნაყოფი გამოიყენოთ: ეს საშვილოსნოს გახსნაში დაგეხმარებათ.

ორსულობის დროს კაკლის ფოთლების გამოყენებასაც არ გირჩევთ, ისიც შხამიან და ტოქსიკურ ნივთიერებებს შეიცავს, რომლებმაც ამ დროს შეიძლება ქალის ჯანმრთელობაზე გავლენა იქონიონ.  კერძოდ, შეიძლება ყაბზობა გამოიწვიოს, რაც ორსული ქალებისთვის არასასურველია.

ძახველის ნაყოფიც დიდი სიფრთხილით მიიღეთ, რადგან ძახველი ჰიპოტონიკებში არტერიული წნევის კიდევ უფრო შემცირებას იწვევს.

სამაგიეროდ, შეგიძლიათ კომპოტები, კვრინჩხის ნაყოფიდან კისელი მოამზადოთ.

მომავალი დედის და ბავშვის ორგანიზმზე გამაჯანსაღებელ მოქმედებას ახდენს ასკილის კენკრა, რომლისგან ჩაის ამზადებენ. ამასთან ერთი და იგივე კენკრა შეგიძლიათ 2-3-ჯერ გამოიყენოთ. ორსულებისთვის სასარგებლოა გარგარის ჩირი, ქიშმიში, შავქლიავის კომპოტი. ორსულობის დროს ქალის ორგანიზმზე კარგ გავლენას ახდენს მწვანე ჩაი, ასევე ბარამბო და როიბუში. ეს უკანასკნელი ძუძუთი კვების დროსაც ძალიან სასარგებლოა.

მომავალი დედებისთვის განსაკუთრებით რეკომენდებულია შვრიის მარცვლების სასმელი, რომელიც ორგანიზმს გაამდიდრებს სასარგებლო ნივთიერებებით, კერძოდ, კალციუმით, ფოსფორით, თუთიით და ა.შ. 1 კგ გარეცხილ შვრიაზე 2 ლ მდუღარე წყალი დაასხით და მთელი ღამე დააყენეთ. დილით 5-10 წუთით აადუღეთ, გაგრილებამდე დააყენეთ და დღის განმავლობაში დალიეთ, სჯობს თაფლთან ერთად. ასეთი სასმელი შეგიძლიათ შეზღუდვის გარეშე დალიოთ, ორიენტაცია განწყობასა და საკუთარ სურვილებზე გააკეთეთ.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი