მსურს ჩემი წვლილი შევიტანო სასარგებლო მცენარეების პროპაგანდაში, რომლებიც ადამიანის გვერდით იზრდებიან. მით უმეტეს, რომ ფარმაცევტული ბაზარი იმპორტირებული და ადგილობრივი მედიკამენტებით სავსეა, რომლის ფასიც ბევრი მოქალაქისთვის საკმაოდ მაღალია. ბევრს აქვს მიწის ნაკვეთი, სადაც სამკურნალო მცენარეების გაზრდა და ჯანმრთელობის მარტივად აღდგენა შეიძლება.
ღმერთმა დედამიწაზე უამრავი უნიკალური სასწაული შექმნა, ერთ-ერთი მათგანი მიწა და მცენარეაა. ბალახების მცოდნის მოვალეობაა დაეხმაროს ყველას, ვისაც სურს, რომ მძიმე დაავადებები ერთგული „მწვანე მეგობრების“ დახმარებით მოიშოროს. დღეს იმ მცენარის უნიკალურ სამკურნალო თვისებებზე გიამბობთ, რომელსაც ხალხში „ღმერთების მედიკამენტს“ უწოდებენ.
გამაჯანსაღებელი შესაძლებლობები ექიმებმა დაადასტურეს
ამ მცენარეს სამკურნალო და კულინარიული მიზნით 25 წელი ვზრდი. , სხვადასხვა დაავადების დროს ძირშავას ფესვების და ფოთლების გამაჯანსაღებელი თვისებებში უკვე პრაქტიკაში დავრწმუნდი. მეცნიერებს, ექიმებს, ბიოლოგებს და ფარმაცევტებს მივმართე, რომ მცენარის ჯადოსნური თვისებებზე ინფორმაცია დაედასტურებინათ ან უერყოთ. ამ კვლევის შედეგებმა ჩემი ვარაუდები დაადასტურეს და ამის შესახებ სპეციალურ ჟურნალებში გამოაქვეყნეს.
ძირშავაში B1, B2, B6, E, C, K, P ვიტამინების გარდა აღმოჩენილია მაგნიუმი, თუთია, რკინა და ნატრიუმი. ძირშავით მკურნალობა ღვიძლზე ისეთ დადებით შედეგს იძლევა, როგორც სამედიცინო პრეპარატების გამოყენება. მცენარეში შემავალი ბუნებრივი თუთია აუცილებელია წინმდებარე ჯირკვლების სრულყოფილი მუშაობისთვის, რომელსაც ექიმები მამაკაცის მეორე გულს უწოდებენ.
ძირშავაში აღმოჩენილია ნივთიერება, რომელიც გულის კუნთებს აძლიერებს და არტერიულ წნევას ამცირებს, სიმსივნის უჯრედების განვითარებას აფერხებს, თირკმლებსა და ნაღვლის ბუშტში ზოგიერთი სახეობის კენჭებს შლის. მცენარის ძირნაყოფსა და ფოთლებში 19-25% ინსულინი შედის, რომელიც სისხლში შაქრის დონეს ამცირებს. სულ ძირშავაში 100-ზე მეტი ბიოლოგიური ნივთიერებაა აღმოჩენილი, მისი კომბინაცია იმუნურ სისტემას არეგულირებს და არ შეიცავს ნივთიერებას, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობას ზიანს აყენებს. ხალხურ მედიცინაში ძირშავას შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ უკვე საუკუნეების განმავლობაში იყენებენ.
ხორცის ჩანაცვლება შეუძლია
ძირშავას ფესვის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ ჩვეულებრივი საკვების სახით მიღებისას ადამიანი ნელ-ნელა იკურნება და ამავდროულად ხარისხიან, გემრიელ და იაფ საკვებს იღებს. თავისი საკვები თვისებების წყალობით მცენარეს თევზის და ხორცის კერძების, ასევე სოკოს ჩანაცვლება შეუძლია. ძირშავა ალკოჰოლური დამოკიდებულების დროსაც დაგეხმარებათ. ჩემს პრაქტიკაში ყოველმა მესამემ ამ მცენარის მიღებით სპირტიან სასმელებზე უარის თქმა შეძლო.
ძირშავას მოყვანის აგროტექნიკა ჩვეულებრივი სტაფილოს გაზრდისგან არაფრით განსხვავდება. თესლს აპრილის ბოლოს – მაისის დასაწყისში რგავენ, რომ უკვე სექტემბერში ფესვებმა მომწიფება მოასწრონ. დარგვის სიღრმე – 1,5-2 სმ, რიგში დაშორება – 6-8 სმ, ხოლო რიგებს შორის დაშორება – 30-35 სმ. თესლი რომ მიიღოთ, ზამთარში 5-7 ფესვი დატოვეთ. მცენარე ყინვაგამძლეა, რომელიც -40 გრადუსამდე სიცივეს უძლებს.
მესმის, რომ ბევრ მკითხველს თავისი „მწვანე მეგობარი“ ჰყავს, რომელზეც უარის თქმას არ გირჩევთ, რადგან ძირშავას ყველა დაავადების განკურნება არ შეუძლია. სწორედ ამიტომ, ერთობლივი ძალებით ადამიანი ორგანიზმის განკურნებას ცდილობს.