ბოსტნეულის და ხილის წვენები, პირშუშხა და კუპრი  – ბუნებრივი სამკურნალო საშუალებები

0
233
ფოტო: form PxHere

ცოტა ხნის წინ კიევში ხალხური და არატრადიციული მედიცინის შესახებ საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა. საინტერესო მოხსენებებსა და მოვლენებს შორის იყო ნატუროპათის და ხალხური მკურნალის ელენა სვიტკოს დაჯილდოება. მას დამსახურებულ ჯილდოს ვულოცავთ. თქვენ კი ელენა სვიტკოს მარტივ, მაგრამ ეფექტურ რეცეპტებს გთავაზობთ.

არყის კუპრი კანს წმენდს და სახსრებს აჯანსაღებს

ისეთი ჩვეული და ხელმისაწვდომი სამკურნალო საშუალება, როგორიცაა არყის ხის კუპრი, დღესდღეობით მივიწყებული და სხვადასხვა ქიმიური საშუალებით შეცვლილია. თუმცა ეს ბუნებრივი და უსაფრთხო საშუალება სჯობს ხელთ გქონდეთ, რადგან მისი დახმარებით ბევრი დაავადების თავიდან აცილებას შეძლებთ.

კერძოდ, კუპრს ანტიპარაზიტული, ანტისეპტიკური და ანტიმიკრობული მოქმედება აქვს, კანის სხვადასხვა დაავადების დროს (ალერგიული გამონაყარი, ეგზემა, ლიქენი, ფსორიაზი და ა.შ.), სოკოვანი ინფექციების, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადებების, ანგინის, მშობიარობის შემდგომი მასტიტის, ბრონქული ასთმის, თმის ცვენის, წყლულის და დიდხანს შეუხორცებელი ჭრილობის დროს გვეხმარება.

კუპრი, რომელიც შეგიძლიათ აფთიაქში შეიძინოთ, გარეგნულად ან შიგნით მიიღოთ. ზოგჯერ მას სუფთა სახით, ან მალამოს სახით იყენებენ.

სხვათა შორის, ელენა კუპრზე დაფუძნებულ სხვადასხვა მალამოს თავად ამზადებს, რომელიც არა მხოლოდ ზრდასრულებს, არამედ პატარა ბავშვებს მიშვებული დიათეზის, დერმატიტის და ალერგიის დროსაც კი ეხმარებათ.

არყის ხის კუპრს შიგნით ხშირად ბუტერბროდის სახით იღებენ: პურის ნაჭერზე შაქრის ფხვნილი და დარიჩინი მოაყარეთ, რადგან თავად კუპრს უსიამოვნო და ზეთოვანი გემო აქვს. შეგიძლიათ პურის კაფსულები გააკეთოთ ან უბრალოდ პურის ნაჭერს 1-2 წვეთი კუპრი დააწვეთოთ. მეორე დღეს 2 წვეთი დააწვეთეთ და ყოველდღე თითო წვეთი დაამატეთ, სანამ 7-10 წვეთამდე არ ახვალთ. ეს დოზა 2 კვირის განმავლობაში მიიღეთ, შემდეგ ყოველდღე წვეთების რაოდენობა შეამცირეთ და 1-2 წვეთამდე დაიყვანეთ. სულ გამაჯანსაღებელი კურსი 24 დღე გრძელდება.

ეს საშუალება შეგიძლიათ ვირუსების და სიმსივნების საწინააღმდეგოდ და სხვადასხვა კისტოზური წარმონაქმნის დროს გამოიყენოთ.

პროცედურა წელიწადში 2-ჯერ ჩაიტარეთ: გაზაფხულსა და შემოდგომაზე. მისი დალევა მთვარის კლების დროს დაიწყეთ.

უკუჩვენებები: ორსულობა, ძუძუთი კვება, ალერგია კუპრის საშუალებებზე.

ალოეს წვენი ინსულინის წარმოებას სტიმულირებს

ძალიან ბევრი შაქრის შემცველი მცენარე არსებობს, რომელიც დიაბეტიკების მდგომარეობას აუმჯობესებს, ხოლო შესაფერისი დიეტის დაცვით მე-2 ტიპის დიაბეტის დროს დაავადების სიმპტომებს საერთოდ აქრობს.

დიაბეტის საწინააღმდეგო შესანიშნავი საშუალება, ბალახების ნაკრები: 5 გრ ასისთავას ბალახი, 5 გრ ძირტკბილას ფესვი, 5 გრ ხბოშუბლას ბალახი და 7 გრ კოთხუჯის ფესვი. ხმელი მასალა დაფქვით და გაცერით. 0,5 ჩ/კ ნარევი ჭამამდე 40 წუთით ადრე მიიღეთ და წყალი ან მწვანე ჩაი დააყოლეთ. მკურნალობის კურსი – გამოჯანმრთელებამდე.

ეს საშუალება სისხლში შაქრის დონეს არეგულირებს, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მუშაობას აუმჯობესებს.

შაქარს კრაზანას ზეთიც კარგად ამცირებს: 300 გრ ყვავილს 0,5 ლ ზეითუნის ზეთი დაასხით და 30 დღე სინათლეზე, ფანჯრის რაფაზე გააჩერეთ. შემდეგ გადაწურეთ და დილით 1 ჩ/კ დალიეთ. მკურნალობის კურსი – 21 დღე.

ბევრი უცხოელი მეცნიერი-ნატუროპათი ალოეს და თაფლის პრეპარატებს პატივს სცემს. მეცნიერებმა ექსპერიმენტებით დაამტკიცეს, რომ ალოეს წვენი და მისი მწარე ქერქი სისხლში შაქრის დონეს უფრო ეფექტურად ამცირებს, ვიდრე ბევრი სხვა პრეპარატი. ალოეს წვენი კუჭქვეშა ჯირკვალში ინსულინის წარმოებას სტიმულირებს.

100 გრ ალოეს წვენი 0,5 კგ დაქუცმაცებულ კაკალს, 300 გრ თაფლს და 3-4 ცალ ლიმონის წვენს აურიეთ. 1 ჩ/კ ან 1 დესერტის კოვზი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე მიიღეთ, სანამ საშუალება არ დაგიმთავრდებათ. ნარევი მაცივარში შეინახეთ.

ინდოელი მკურნალები 1-3 გრ კურკუმას ფხვნილის და ახალი ალოეს წვენის (1:1) ნარევს ნიშნავენ. ითვლება, რომ ეს საშუალება კუჭქვეშა ჯირკვლის და ღვიძლის მუშაობას სტიმულირებს. დილით ჭამამდე 20-30 წუთით ადრე, 21 დღის განმავლობაში იღებენ.

ალოეს პრეპარატების, როგორც ნებისმიერი ადაპტოგენის, საღამოს მიღება რეკომენდებული არაა.

ჰიპერტონიის დროს სისხლძარღვებს წიდებისგან წმენდს

დღესდღეობით გაზრდილი არტერიული წნევის პრობლემა ბევრ ადამიანს აწუხებს. ამ დაავადების საწინააღმდეგოდ ელენა სვიტკოს რამდენიმე რეცეპტს გთავაზობთ.

მომატებული წნევის მცირე ნიშნების დროს: სახის სიწითლე, გულისრევა და თავბრუსხვევა – ფეხები ცხელ აბაზანაში 15 წუთით გააჩერეთ.

ძახველის ჩაი დალიეთ: 20 კენკრა დაჭყლიტეთ და მდუღარე წყალი დაასხით, შეგიძლიათ თაფლით დაატკბოთ.

თაფლიანი ნარევი დალიეთ, რომელიც წნევას ნაზად შეამცირებს. მის მოსამზადებლად 1 ჭიქა თაფლი 20 მლ პირშუშხას წვენს, 20 მლ სტაფილოს წვენს და 50 მლ ლიმონის წვენს აურიეთ. 1 ს/კ საშუალება დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 1 საათით ადრე დალიეთ. კურსი – 14 დღე, აუცილებლობის შემთხვევაში შეგიძლიათ უფრო დიდხანს დალიოთ.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი