თქვენს სახლს ყოველთვის დამაბრმავებლად ქათქათა პირსახოცები დაამშვენებს! ეს გენიალური ხრიკი ჩემზე უფროსია. იგი შემთხვევით ვისწავლე ბებიაჩემისგან და სამუდამოდ დამამახსოვრდა. პირსახოცების გამოხარშვა და მაქანაში რეცხვა საჭირო აღარაა. უკვე არ ვიცი, რა ჯადოქრობაა ამ მეთოდში, თუმცა ნებისმიერი ლაქა, მათ შორის, ძალიან ძველიც, მომენტალურად ქრება.
პირსახოცების გათეთრება სულაც არაა რთული, თუ ჩვენი რედაქციის ინსტრუქციას ზედმიწევნით მიჰყვებით.
როგორ გავათეთროთ პირსახოცები
- 1 სათლი წყალი
- 2 ს.კ. მზესუმზირის ზეთი
- 2 ს.კ. მშრალი მათეთრებელი
- 0.5 ჭიქა ნებისმიერი სარეცხი ფხვნილი
- მშრალი ჭუჭყიანი პირსახოცები
გამოყენება
- აადუღეთ 1 სათლი წყალი.
- დაუმატეთ მდუღარე წყალს ზეთი და მათეთრებელი, შემდეგ კი სარეცხი ფხვნილი.
- კარგად მოურიეთ და ჩაუშვით ხსნარში პირსახოცები.
- როცა წყალი გაგრილდება, პირსახოცები ამოიღეთ და გაავლეთ! არც ერთი ლაქა აღარ დაგხვდებათ.
სცადეთ ეს მეთოდი თქვენც და გაგვიზიარეთ შედეგები კომენტარებში.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს