რაში მდგომარეობს ლამინარიას მთავარი ღირებულებადა რატომ უნდა მიირთვათ თითო კოვზი ყოველ დღეში

298
ფოტო: Loyna on wikimedia

ძველი დროიდან, ლამინარია ზღვისპირეთების მაცხოვრებელთა რაციონის განუყოფელი ნაწილია. რა თქმა უნდა, ამას თავისი მიზეზიც აქვს. მრავალი საუკუნის წინ, ჩინური სახელმწიფოს მეთაურებმა გადაწყვიტეს, სახელმწიფოს ხარჯზე მოეხდინათ ამ წყალმცენარის ტრანსპორტირება ქვეყნის ყველაზე შორეულ წერტილებშიც კი, რათა მოქალაქეები ამდენად სასარგებლო პროდუქტის გარეშე არ დარჩენილიყვნენ.

დღეს ჩვენი რედაქცია გიამბობთ ლამინარიას (სწორედ ესაა ზღვის კომბოსტო) სასარგებლო თვისებების შესახებ, რათა თქვენც აუცილებლად მიირთვათ ეს პროდუქტი რეგულარულად.

ზღვის კომბოსტოს სარგებელი

ლამინარია ცნობილია დაბალკალორიულობით – 100 გ პროდუქტი მხოლოდ 5 კკალ-ს შეიცავს. ამიტომ, ზღვის გემრიელი კომბოსტო ძალიან პოპულარულია ვეგეტარიანელებში. თუმცა, გარდა ამისა, წყალმცენარე დიდი რაოდენობით სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს:

1. იოდი

ლამინარია იმდენ იოდს შეიცავს, რომ ამ მიკროელემენტის დღიურ მოთხოვნილებას ზრდასრული ადამიანი მხოლოდ 50-60 გ პროდუქტის მირთმევით შეივსებს.

2. ვიტამინი B12

მაშინ, როცა ჩვეულებრივი ხილი და ბოსტნეული ვერ გამოიმუშავებს ვიტამინ B12-ს საკმარისი რაოდენობით, წყალმცენარეში იგი, შედარებით, მაღალია.

3. სხვა ვიტამინები და მიკროელემენტები

დამატებით, უნდა აღინიშნოს ზღვის კომბოსტოში A, E, C, D ვიტამინების, მაგნიუმის, თუთიის, კალიუმის, ნატრიუმისა და ფოსფორის შემცველობაც.

ლამინარია ცნობილია თავისი უნიკალური თვისებებით. რაც განსაკუთრებით აქტუალურია – იგი კარგად ისახება ადამიანის იმუნიტეტზე. ამიტომ, იგი აუცილებლად უნდა ჩართოთ რაციონში. ეს მრავალფეროვნებაც იქნება და სარგებელიც. ამასთან. ლამინარიასგან შესანიშნავი სალათები მზადდება.

ზღვის კომბოსტომ რომ გარგოთ, აირჩიეთ ხარისხიანი პროდუქტი. ამისთვის, უმჯობესია, უპირატესობა მიანიჭოთ ახალგაყინულ მცენარეს. იგი ერთგვაროვანი მუქი ფერის ზოლი უნდა იყოს, ყინულის კენჭების გარეშე. გალღობის შემდეგ, ასეთი კომბოსტო უნდა მოხარშოთ და დაამარილოთ.

თი გაყინულს ვერ პოულობთ, იყიდეთ ხმელი კომბოსტო. იგი სამ წლამდე ინახება, თუმცა, არაკეთილსინდისიერი მწარმოებლები ამ ვადას “ახანგრძლივებენ” ხოლმე. ვადაგასულ ლამინარიას გამხმარი იერი აქვს.

არასასურველია კომბოსტოს შეძენა თუნუქის ქილებით, რადგან მისი მდგომარეობის ვიზუალური შეფასება შეუძლებელია. ქილის გახსნისას, შიგთავსი ორი დღის განმავლობაში უნდა მიირთვათ.

არაა რეკომენდებული ლამინარიას შეძენა შეფუთვის გარეშეც (წონით). რამდენადაც არათვალსაჩინოა მისი დამარილების პირობები, გამოყენებული დანამატები, ვარგისიანობის ვადა…

ყურადღებით წაიკითხეთ ეტიკეტი – იქ მითითებული უნდა იყოს მწარმოებელი ქვეყანა. ხარისხიანი ზღვის კომბოსტო შემოდის შორეული აღმოსავლეთიდან, იაპონიიდან და ჩინეთიდან. ლამინარია ზომიერად უნდა მიირთვათ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს