რატომ უნდა მოწმინდოთ იატაკი მარილიანი წყლით

0
50008

საყოფაცხოვრებო ქიმიის მაღაზიებში სახლის დასალაგებლად უამრავ საშუალებას შეხვდებით. ისინი ხელმისაწვდომი, თუმცა, სამწუხაროდ, მავნებელია.

არსებობს ალტერნატივა, ძველი ხალხური მეთოდი – ჩვეულებრივი მარილი. იგი შესანიშნავი დამხმარეა სახლის დალაგების დროს. შესაფერისია როგორც ლამინატის, კაფელის ფილის, ლინოლეულის, წყალგაუმტარი საღებავისთვის. მოდით, განვიხილოთ მისი დადებითი მხარეები.

მარილი ყოფაცხოვრებაში

1. მარილის ხსნარი ძალიან კარგად წმენდს სხვადასხვა წარმოშობის დაბინძურებას და ამოჰყავს ლაქები. მტვერიც კი აღარ ეწებება ზედაპირებს ისე ძლიერად მას შემდეგ, რაც მარილიანი წყლით დაამუშავებთ მათ.

ლაქებთან ბრძოლისთვის, მარილხსნარი ძალიან გაჯერებული უნდა იყოს. კარგი იქნება, თუ ცოტაოდენ, მარილის რაოდენობის ნახევარს, სოდას დაუმატებთ. იგი შესანიშნავად უმკლავდება დაბინძურებებს სამზარეულოს სამუშაო ზედაპირზე.

თუმცა, დაიცავით უსაფრთხოების ზომები. მარილის პროცედურები ხელთათმანებით უნდა ჩაატაროთ, იგი კანის ღია ნახეთქებსა და ნაკაწრებში რომ არ მოხვდეს. მოერიდეთ მარილით მარმარილოს, გრანიტისა და ლამინირებული ზედაპირების დამუშავებას. გააზავეთ მარილი თბილ წყალში, რათა იგი სრულად დაიშალოს და ნაკაწრები არ დატოვოს.

2. მარილი კარგი დეზინფექტორია. გვეხმარება ინფექციებისა და მიკრობების წყაროების მოსპობაში. განსაკუთრებით კარგია ბავშვებიანი ოჯახებისთვის, რამდენადაც არ იწვევს ალერგიასა და გვერდით მოვლენებს.

თუ ოჯახის წევრებიდან ვინმეს გაციება აწუხებს, იატაკის მარილიანი წყლით მოწმენდა დაგეხმარებათ. მოწმენდის შემდეგ, არამხოლოდ გაიწმინდება არამხოლოდ იატაკი, არამედ ოთახში არსებული ჰაერიც.

3. ასევე, მარილს ენერგეტიკული თვისებებიც აქვს. სახლში მისი დაყრა კამათის მანიშნებელია. მარილიანი წყლით მოწმენდა კი – კარგი ცვლილებების. მარილი წმენდს სახლის ცუდ ატმოსფეროს, ათავისუფლებს ადგილს კარგისთვის.

დალაგებამდე რეკომენდებულია ფანჯრების გახსნა, რათა ოთახში ორპირი შემოვიდეს. იატაკი ფანჯრიდან ზღურბლამდე უნდა მოიწმინდოს – ასე სახლიდან ნეგატივს გააძევებთ. შემდეგ დაიბანეთ გამდინარე წყლით და გარეცხეთ ტანსაცმელი, რომლითაც სახლი დაალაგეთ.

ასევე, შეგიძლიათ 3 ს.კ. მარილი მცირე ზომის თასში ან ტომსიკებში ჩაყაროთ და დადგათ სახლის ყველა კუთხეში. სახლის მარილით დალაგებიდან სამ დღეში, გადაყარეთ ეს მარილი და გაიტანეთ სახლიდან.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი