რატომ უნდა დამალოთ საპნის ნატეხი ფეხსაცმელში

0
23701

ფეხსაცმლის უსიამოვნო სუნი ერთ-ერთი გავრცელებული საყოფაცხოვრებო პრობლემაა. ალბათ, არ არსებობს ადამიანი, ვისაც მსგავსი პრობლემა არ აწუხებს.

ბევრს აინტერესებს, თუ ამ პრობლემის თავიდან მოშორება ასეთი რთული რატომაა. ერთი შეხედვით, ფეხსაცმლის რეგულარული მოვლით საქმე უნდა დამთავრდეს. სინამდვილეში, ფეხსაცმლის უბრალოდ გაწმენდა საკმარისი არაა. ეს სწორად უნდა გააკეთოთ.

დღეს „პაპარაცი“ დაგეხმარებათ სამუდამოდ დახუროთ საკითხი, თუ როგორ მოიშოროთ ფეხსაცმლის უსიამოვნო სუნი.

თქვენთვის აუცილებელი საშუალება სია მოვამზადეთ, რომლებიც ამ მიზნით შეგიძლიათ გამოიყენოთ. გირჩევთ, ყურადღებით გაეცნოთ და თქვენთვის შესაფერისი ვარიანტი შეარჩიოთ.

როგორ მოვიშოროთ უსიამოვნო სუნი ფეხსაცმლიდან

საყვარელი ფეხსაცმლიდან უსიამოვნო სუნის მოშორების პირველი მეთოდი: ფეხსაცმელში საპნის პატარა ნატეხი ჩადეთ და ცოტა ხნით გააჩერეთ. უკეთესი იქნება თუ მთელი ღამე გააჩერებთ. ეფექტის გასაძლიერებლად პროცედურა კვირაში 2-4-ჯერ გაიმეორეთ.

რბილ ფეხსაცმელთან (მაგალითად, კეტი) საქმე უფრო მარტივადაა. კვირაში ერთხელ მისი გაწმენდა, მაგალითად კუპრის საპნით საკმარისია.

კიდევ ერთი სწრაფი და საიმედო საშუალება უსიამოვნო სუნის მოსაშორებლად – ფეხსაცმელში მწვანე ჩაის პაკეტი ჩადეთ. ამისთვის შეგიძლიათ მსხვილ ფოთლებიანი ჩაის ფხვნილი მოაყაროთ, მაგრამ მისი მოშორება გაგიჭირდებათ.

რამდენიმე საათში ჩაი უსიამოვნო სუნს შთანთქავს და მას სასიამოვნო არომატით ჩაანაცვლებს.

უსიამოვნო სუნის პრობლემას შესანიშნავად გაუმკლავდება ისეთი საშუალებები, როგორიცაა ტალკის ფხვნილი, საბავშვო პუდრა, საცხობი მარილი და აქტივირებული ნახშირი.

ნებისმიერი ზემოთ ჩამოთვლილი შთანთქმელი ფეხსაცმელში ჩაყარეთ და რამდენიმე დღე გააჩერეთ. ამის შემდეგ უბრალოდ მტვერსასრუტით გაწმინდეთ, რომ ფეხსაცმელს დარჩენილი ნივთიერები მოაშოროთ.

უსიამოვნო სუნის მქონე ფეხსაცმელს კარგ არომატს ციტრუსის ქერქი მიანიჭებს.

აი, წყალბადის ზეჟანგი არა მხოლოდ უსიამოვნო სუნს გააქრობს, არამედ დეზინფექციას გაუკეთებს. ფეხსაცმელი წყალბადის ზეჟანგით გაწმინდეთ. ასე პათოგენების ფეხის კანზე მოხვედრის რისკს შეამცირებთ.

უბრალოდ ბამბის დისკი წყალბადის ზეჟანგში დაასველეთ და ფეხსაცმლის შიდა ნაწილი კარგად გაწმინდეთ. დამუშავების შემდეგ კარგად გაანიავეთ (სასურველია, სუფთა ჰაერზე).

არ შეიძლება არ აღვნიშნოთ საკვები სოდის ეფექტურობა ამ პრობლემის მოსაგვარებლად.

დარწმუნდით, რომ ფეხსაცმელი შიგნიდან მშრალია და სოდა ჩააყარეთ. რამდენიმე საათით გააჩერეთ, შემდეგ ფხვნილი მოაშორეთ. სოდის ნარჩენებს, რომელთა ამოღებასაც ვერ ახერხებთ, სველი სალფეთქით ადვილად მოაშორებთ.

დარწმუნებული ვარ, ამ საშუალებებს ნებისმიერ სახლში იპოვით. უბრალოდ ერთ-ერთი მეთოდი გამოიყენეთ და ფეხსაცმლის უსიამოვნო სუნი არასდროს შეგაწუხებთ.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი