დამწნილებული კიტრი „ბავშვურად“. ხრაშუნა და ცხარე კიტრის მისაღებად ასე მოიქეცით

3541

კიტრის დამწნილება დელიკატური საკითხია. თუ პროპორციები აგერევათ ან რაღაცას არასწორად გააკეთებთ – კიტრი უკვე ისეთი არ იქნება, როგორიც უნდა იყოს. ჩემი ბავშვები ყოველთვის ხრაშუნა და ცხარე კიტრს მთხოვენ. ასეთი ყოველთვის არ გამომდიოდა, სანამ იდეალური რეცეპტი არ ვიპოვე. კიტრი ყოველთვის ხრაშუნა გამომდის!

„პაპარაცი“ გიამბობთ, როგორ მოამზადოთ ხრაშუნა კიტრის მწნილი.

როგორ დავამწნილოთ კიტრი

ინგრედიენტები სამ ლიტრიან ქილაზე:

  • კიტრები
  • 2 ს/კ მარილი
  • 5 ს/კ შაქარი
  • 1,5 ჩ/ჯ ლიმონის მჟავა
  • მოცხარის და პირშუშხას ფოთლები
  • დაფნის ფოთოლი
  • კამის ქოლგა
  • შავი წიწაკის მარცვლები
  • ნიორი

მომზადება:

1. ქილის ძირში პირშუშხას ფოთოლი, მოცხარის რამდენიმე ფოთოლი და კამის ქოლგა მოათავსეთ.

2. შემდეგ 2 კბილი ნიორი, 2-3 შავი წიწაკის მარცვალი და დაფნის ფოთოლი დაუმატეთ.

3. ახლა კიტრი მჭიდროდ ჩააწყვეთ. მდუღარე წყალი დაასხით, 10 წუთით გააჩერეთ, შემდეგ წყალი გადაასხით.

4. ამის შემდეგ კვლავ მდუღარე წყალი დაასხით და კიდევ 10-15 წუთით გააჩერეთ. გაგრილებული წყალი ქვაბში ჩაასხით, მას მწნილის მოსამზადებლად გამოვიყენებთ.

5. მწნილის მოსამზადებლად წყალში მარილი, შაქარი და ლიმონის მჟავა გახსენით. როცა მწნილი ადუღებამდე მივა, კიტრს დაასხით. ქილები მოხუფეთ, სითბოს შესანარჩუნებლად შეფუთეთ და ნელ-ნელა გაგრილების საშუალება მიეცით. ცოტა ხანი დააყენეთ და შეგიძლიათ სუფრაზე გაიტანოთ.

ამ რეცეპტით ძალიან გემრიელი, რაც მთავარია ხრაშუნა კიტრი გამოვა. თავის ქებას ვერ მოასწრებთ, რომ კიტრი უკვე სუფრიდან გაქრება!

თუ რეცეპტი მოგეწონათ, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს