რწმენას შეუძლია მთები გადადგას. ძლიერი ციტატები წმინდა წერილებიდან რომელიც თქვენს ცხოვრებას შეცვლის.

0
1080

როდის მიმართეთ ბოლოს წმინდა წერილს? ბიბლიის სტროფები მწუხარების წუთებში გვამშვიდებს, გვამხნევებს და გვამაღლებს, მოაქვს სიკეთე გულში და სიბრძნე – გონებაში. თუ თქვენ, ძვირფასო მკითხველო, გინდათ, წარმატებული და ბედნიერი იყოთ, დღეიდანვე დაიწყეთ წმინდა წერილის კითხვა. თუნდაც ერთი სტროფი დღეში. აი, ნახავთ, რა სწრაფად შეგეცვლებათ გონება და ცხოვრების ხარისხი.

ჩვენი რედაქცია დარწმუნებულია, რომ ეს ძლიერი სიტყვები ბიბლიიდან შეცვლის თქვენს ცხოვრებას. მთავარია, მთელი გულითა და სულით ირწმუნოთ, რადგან თითოეული მათგანი თქვენს ცხოვრებას სიბრძნეს შემატებს.

ციტატები ბიბლიიდან

  1. “საყვარელნო, თუ ღმერთმა ასე შეგვიყვარა, ჩვენც ვალდებულნი ვართ, გვიყვარდეს ერთმანეთი. ღმერთი არასდროს არავის უხილავს. თუ ერთმანეთი გვიყვარს, ღმერთი ჩვენში რჩება და მისი სიყვარული სრულყოფილია ჩვენში” (1 იოანე 4:11-12).
  2.  “ხოლო მე გეუბნებით თქვენ: გიყვარდით თქვენი მტერნი; დალოცეთ თქვენი მაწყევარნი; კეთილი უყავით თქვენს მოძულეთ და ილოცეთ თქვენსავ მდევნელთა და შეურაცხმყოფელთათვის. (მათე 5:44).
  3.  “არაფერზე იდარდოთ, არამედ ყოველგვარ ლოცვასა და ვედრებაში მადლიერებით აუწყეთ თქვენი სურვილი ღმერთს, და ღვთის მშვიდობა, რომელიც ყოველგვარ გონებას აღემატება, დაიცავს თქვენს გულებს და თქვენს ფიქრებს ქრისტე იესოში.”(ფილიპელთა მიმართ 4:6-7).
  4.  “როცა დგახართ და ლოცულობთ, აპატიეთ, თუ რამე გაქვთ ვინმეს წინააღმდეგ, რათა თქვენმა ზეციერმა მამამაც გაპატიოთ თქვენი შეცოდებები” (მარკოზი 11:25).
  5. “ითხოვეთ და მოგეცემათ, ეძიეთ და იპოვით, დააკაკუნეთ და გაგეღებათ. ვინაიდან ყოველი, ვინც ითხოვს – ღებულობს, ვინც ეძიებს – პოულობს და ვინც აკაკუნებს – გაეღება.” (მათე 7:7-8).
  6.  “მომიხმე და გიპასუხებ, და გაუწყებ დიდსა და მიუწვდომელს, რაც არ იცი შენ” (იერემია 33:3).
  7. “მიეცით, და მოგეცეს თქუენ. საწყაული კეთილი და შეხრილი და დატენილი და ზედაგარდათხეული მოგცენ წიაღთა თქუენთა; მითვე საწყაულითა, რომლითა მიუწყოთ, კუალად მოგეწყოს თქუენ.” (ლუკა 6:38).
  8.  “თქვენ კი უწინარეს ყოვლისა ღმერთის სამეფო და მისი სიმართლე ეძიეთ, ხოლო ყოველივე ეს შეგემატებათ.” (მათე 6:33).
  9.  “და ნუ განშორდება რჯულის ეს წიგნი შენს ბაგეთ – დღე და ღამე მასზე იფიქრე, რომ იფხიზლო ყოველივე მასში ჩაწერილის აღსასრულებლად, რადგან მაშინ მიაღწევ წარმატებას და სიკეთეს შენს გზებზე.” (იესო ნავეს ძე 1:8).

დაუთმეთ დრო უფალს. გიყვარდეთ და ადიდეთ იგი, და მაშინ ყველაფერი აგისრულდებათ. სურვილები თქვენს თვალსა და ხელშუა ასრულდება, უბრალოდ უნდა იწამოთ.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი