ამ გამოცდილმა დიასახლისმა იცის, ორ თვლაში როგორ მოახერხოს გაზქურის სახელურების ან მთლიანად ქურის გაპრიალება.

0
17306
ფოტო: chistyulka

ყველა გაზქურას სახელური არ ძვრება, რაც დიდ პრობლემას წარმოადგენს და მის გაწმენდას ართულებს. გამოცდილმა დიასახლისებმა შესანიშნავი საშუალება იციან, რომელიც ჭუჭყს და ჩამჯდარ ცხიმს ადვილად გაუმკლავდება.

თქვენ მხოლოდ ერთი სააფთიაქო საშუალება დაგჭირდებათ. გაწმენდის შედეგი თქვენს ყველა მოლოდინს გადააჭარბებს და ამ სასწაულ საშუალებას მუდმივად გამოიყენებთ.

როგორ გავწმინდოთ გაზქურის სახელური ჭუჭყისა და ცხიმისგან

თქვენ დაგჭირდებათ კბილის ჯაგრისი, ბამბის ჩხირები და ნიშადური-ანისულის წვეთები.

ნიშადური-ანისულის წვეთები არა მხოლოდ ხველის სამკურნალო პოპულარულ ხალხურ საშუალებად, არამედ შესანიშნავ გამწმენდ საშუალებად ითვლება.

ბამბის ჩხირები ხსნარში დაასველეთ და დაბინძურებული ადგილები გაწმინდეთ.  გაზქურის და მისი სახელურის კუთხეები და ხვრელები კარგად გაწმინდეთ.

კბილის ჯაგრისით ან ღრუბელით ჩამჯდარი ჭუჭყი მოაშორეთ. პროცედურის დაწყებამდე ხელთათმანები აუცილებლად გაიკეთეთ.

მსგავსი მეთოდი სჯობს დღესასწაულების პერიოდში გამოიყენოთ, როცა სამზარეულოს გაზქურა აქტიურად ჭუჭყიანდება. ეს სასარგებლო რჩევა შეინახეთ და აუცილებლობის შემთხვევაში გამოიყენეთ.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი