რატომ დებენ იაპონელები მარილს საპირფარეშოში და რატომ უნდა მოვიქცეთ ჩვენც ასე.

0
3158

იაპონელებს უჩვეულო, მაგრამ ძალიან ჭკვიანი ხალხის რეპუტაცია აქვთ. გასაოცარი ორგანიზების უნარით ამომავალი მზის ქვეყნის მაცხოვრებლებმა ცხოვრების სხვადასხვა სფეროში მაღალ შედეგებს მიაღწიეს. სწორედ ამიტომ, მათი ყოველდღიური ცხოვრების შესახებ რაღაც ახლის გაგება ყოველთვის საინტერესოა.

დღეს „პაპარაცი“ გიამბობთ, თუ როგორი დამოკიდებულება აქვთ იაპონელებს მარილის მიმართ. კუნძულოვან ქვეყანაში ამ პროდუქტს ჯადოსნურ თვისებებს აწერენ და ყველაზე უჩვეულო ადგილებში იყენებენ. იაპონელები ხშირად მარილს სახლის პარმაღზე, სასტუმრო ოთახის კუთხეებში და ტუალეტშიც ყრიან. რატომ იქცევიან ასე უჩვეულოდ ეს ჭკვიანი ხალხი?

მარილი სახლში

პოპულარული სანელებელი პლანეტის სხვადასხვა კუთხეში დიდი პატივისცემით სარგებლობს, მაგრამ იაპონელებს საერთოდ სწამთ, რომ მარილის დახმარებით არა მხოლოდ სამზარეულოს მართვა, არამედ ავი სულების მოშორება და წარმატების მოზიდვა შეიძლება.

გამწმენდი რიტუალის ჩატარების დროს, როცა იაპონელები ცუდი ენერგიისგან გათავისუფლებას და ავი სულების ხრიკების განეიტრალებას ცდილობენ, მარილს აუცილებლად იყენებენ. ხსოვნის დღესაც კი ეს სანელებელი საკურთხზე აუცილებლად დევს.

ამ პატარა კრისტალებს გვერდს სუმოისტებიც ვერ უვლიან, რადგან მიღებულია რინგზე წინასწარ მარილის მოყრა. მას რესტორნის, ბარის, კაფის ან გასართობი ცენტრის შესასვლელში ყრიან, რადგან თვლიან, რომ მარილი კლიენტებს იზიდავს. გზაზე „თეთრი ოქრო“ არა მხოლოდ ენერგეტიკას წმენდს, არამედ სახლში შემოსულ თითოეულ პიროვნებას ავი ფიქრებისგან ათავისუფლებს.

განსაკუთრებით გასაკვირია ის, რომ იაპონელები საპირფარეშოსა და სააბაზანო ოთახებში მარილს დებენ. ადგილობრივებს სწამთ, რომ სავენტილაციო ხვრელებიდან და ფანჯრებიდან უწმინდურმა შეიძლება შემოაღწიოს. სწორედ ამიტომ, ბინის დაცვას პოპულარული სანელებლით ცდილობენ.

ოთახის კუთხეებში მარილის მოყრა უშნოა და ძნელად დასაშვებია ისეთი ესთეტიკი ხალხისთვის, როგორიც ამომავალი მზის ქვეყნის მაცხოვრებლები არიან. სწორედ ამიტომ, იაპონელები სანელებლით თასს ავსებენ და საჭირო ადგილებში დებენ. ხშირად მარილისგან მრავალეტაპიან პირამიდას ან ფიგურას ქმნიან, რომელსაც შენობის დაცვაც და დამშვენებაც შეუძლია.

იაპონელების რწმენას, რომ მარილს მომხმარებლების მოზიდვა შეუძლია, ძველ იაპონურ ლეგენდასთან არის დაკავშირებული.

ამბობენ, რომ იმპერატორ კიოტოს, რომელიც 1,5 ათასი წლის წინ ქვეყანას მართავდა, უზარმაზარი ჰარამხანა ჰქონდა, სადაც 3 ათასი ქალი ცხოვრობდა. იმ ქალის არჩევა, ვისთანაც ღამეს გაატარებდა, მარტივი არ იყო. სწორედ ამიტომ, მან არჩევანი ცხენს მიანდო: მონარქის ერთგული მეგობარი რომელი გოგონას კართანაც მივიდოდა, მას გაუმართლებდა.

იმპერატორის ყურადღება ხშირად რომ მიეპყრო, ერთმა გოგონამ ხრიკი გამოიყენა. მან კარის ზღურბლზე მარილი დაყარა. საყვარელი სასუსნავის ჭამის სურვილით ცხენი ყოველჯერზე ამ ქალის კართან მიდიოდა და თან მმართველი მიჰყავდა. იმ დროიდან იაპონელებს სწამთ, რომ სახლის წინ მარილის დაყრა წარმატების და ფულის მოზიდვაში დაეხმარებათ.

და მაინც, გასაოცარია იმის ცოდნა, რომ ახალი ტექნოლოგიების სწრაფად განვითარების და რობოტების შექმნის ფონზე იაპონელებს ჩვეული ნივთების უჩვეულო შესაძლებლობების სწამთ. გვერდიდან ეს უძველესი ტრადიციების დაცვას ჰგავს. ღირს კი კარის წინ მარილის მოყრა? ეს თავად უნდა გადაწყვიტოთ, რადგან ჩვენც გვაქვს ტრადიციები, რომელთა დაცვაც ღირს.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი