როგორ გავამრავლოთ ორქიდეა დაყოფის მეთოდით

4113

ორქიდეა უნიკალური მცენარეა, რომელიც მხოლოდ წელიწადში ერთხელ, რამდენიმე თვის განმავლობაში ყვავის და არ მოითხოვს განსაკუთრებულ მოვლას. სწორედ ამიტომ სარგებლობს ასეთი პოპულარობით ოთახის ყვავილების მოყვარულებს შორის.

ორქიდეა ჩვენთან ტროპიკული სარტყლიდან მოვიდა და გასაოცრად აკლიმატიზირდა და მოერგო ჩვენს პირობებს. მცენარე იზრდება არა მიწაში, არამედ სპეციალურ სუბსტრატში, რომელიც წელიწადში ერთხელ ახლით უნდა შეიცვალოს. მოითხოვს შედარებით იშვიათ მორწყვას – დაახლოებით ორ კვირაში ერთხელ. მას არ უყვარს მზის პირდაპირი სხივები. ასეთი პირობების შექმა ყველაზე დაკავებულ ადამიანსაც კი შეუძლია.

ორქიდეა სხვადასხვა ფერის, თუმცა დაახლოებით ერთნაირი ფორმის ყვავილებს ისხამს. ეს ნიუანსები მცენარის სახეობითაა განპირობებული.

ორქიდეას გამრავლება

ყოველ ჯერზე ახალი ორქიდეა რომ არ იყიდოთ, შეგიძლიათ იგი დამოუკიდებლად გაამრავლოთ. ამის გასაკეთებლად ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ხერხია ბუჩქის დაყოფა.

გაზაფხულზე, რამდენიმეღეროიანი გაზრდილი ჯანმრთელი მცენარე ქოთნიდან უნდა ამოიღოთ. ფრთხილად გააცალეთ ფესვებს სუბსტრატი. ისინი სუფთა უნდა იყოს. შემდეგ გადაჭერით ისინი ბაღის მაკრატლით ისე, რომ თითოეულ მცენარეს რამდენიმე ფსევდობულბა დარჩეს.

გადაჭრის ადგილები დაამუშავეთ ხის ნახშირით ან წყალბადის ზეჟანგით და ჩარგეთ ახალ სუბსტრატში. დაფესვიანების პერიოდში, ორქიდეა ყოველდღე უნდა მორწყათ ან შეაშხეფოთ წყალი. ორქიდეას დაფესვიანებაზე მეტყველებს ახალი მორჩების გაჩენა.

ორქიდეას გამრავლება საშინაო პირობებში მარტივი რამაა, თუმცა გარკვეულ ცოდნას მოითხოვს. გამრავლების პირველი მეთოდი ყველაზე მარტივია, თუმცა არსებობს სხვა მეთოდებიც.

მაგალითად, ყვავილის ღეროთი. მათ ჭრიან, ათავსებენ წყლიან ჭურჭელში 5 სმ სიღრმით. წყალში აგდებენ 1 აბ გააქტიურებულ ნახშირს. ხოლო მძინარე კვირტს, რომელიც წყლის დონის ზემოთაა, უნდა მოხსნათ რკალისებრი გარსი. წაუსვით მას ციტოკინინური მალამო და დაელოდეთ გაღვიძებას.

ან კალმით გამრავლება – ესაა ვეგეტატიური მეთოდი, რომლის დროსაც ყვავილის ღერო ნაწილებად იყოფა. მცენარის ქვედა ფოთლები უნდა მოჭრათ. გადაჭრის ადგილები სტერილდება ხის ან გააქტიურებული ნახშირით. როცა გადაჭრილ ადგილებს ზემოთ ახალი ფესვები გაჩნდება, ჭრილი უნდა გააკეთოთ ახალი ფესვებიდან ცოტათი ზემოთ. ისევ გაასტერილეთ და მზა კალამი დამოუკიდებელი განვითარებისთვის ჩარგეთ სუბსტრატში.

ყველაზე დახვეწილი მეთოდია ნერგით გამრავლება. ხშირად, ისინი შუშის კოლბაში მზად იყიდება. იქედან იღებენ და წყლით რეცხავენ. 5 წუთით ალბობენ პერმანგანანტის ხსნარში. შემდეგ დებენ ქაღალდის ხელსახოცზე და აშრობენ. რგავენ სუბსტრატში მცირე სიღრმეზე. ათავსებენ ნათელ ადგილას 20-დან 24 °С-მდე და გარშემო ინარჩუნებენ ტენის მაღალ დონეს.

მანამდე ჩვენ უკვე ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ აღვადგინოთ უსიცოცხლო ორქიდეა და ხელი შევუწყოთ მის უხვ ყვავილობას.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს