თითოეული ადამიანი ცხოვრებაში ერთხელ მაინც ეჯახება ისეთ სიტუაციას, როცა ჰგონია, რომ ყველაფერი უკუღმა ხდება და ფეხქვეშ მიწა ეცლება.პრობლემები, გადაუჭრელი საკითხები და ცუდი ფიქრები ადამიანს უფსკრულისკენ იზიდავს და ახალი ამბებით ბედნიერების მიღება სულ უფრო და უფრო უჭირს. ზოგჯერ ისე ხდება, დილით გაღვიძების სურვილი საერთოდ არ აქვს.
თუ ასეთ მდგომარეობაში ძალიან დიდხანს იმყოფებით, შეიძლება დეპრესიაც დაგემართოთ. ასეთ დროს ძალიან მნიშვნელოვანია მინიშნება, ზეციური ნიშანი, პატარა მითითება, მაღალი ძალების დახმარება, რომ გაიგოთ, სად ხართ, რა ხდება თქვენს თავს და სად უნდა წახვიდეთ.
მათ, ვინც ნიშანს ეძებს ან მომავლის გაგება სურს, „პაპარაცი“ ტაროს ძველ კარტებზე მარტივ, მაგრამ ნამდვილ მკითხაობს სთავაზობს. თითოეული კარტი განსაკუთრებულ ფილოსოფიას და ეზოტერიკულ აზრს ატარებს.
ყველაფერი, რაც თქვენ გჭირდებათ – ამ რვა კარტიდან ერთ-ერთი აირჩიეთ. უბრალოდ სურათს შეხედეთ და არჩევანი გააკეთეთ! ინტუიციას ენდეთ! ახლა ნახეთ, ბედმა უახლოესი 30 დღის განმავლობაში რა მოგიმზადათ.
ცხოვრების განვითარების პროგნოზი
1. პირველი კარტი „მასხარა“ (სულელი) სულიერი გზის დასაწყიში მყოფი ადამიანის სიმბოლოს წარმოადგენს. კარტა მიმართულების არჩევანს ასახავს, რომელზეც თქვენი მომავალი ცხოვრება იქნება დამოკიდებული.
ყველაზე ხშირად კარტი „მასხარა“ ცხოვრების კარდინალურად ახალ პერიოდზე გადასვლაზე მიგითითებთ. ეს გარდამტეხი მომენტია, რომლის შემდეგ ძველებურად არაფერი იქნება. სხვაგვარად ფიქრი, მოქმედება, ჩვევების და ხედვის შეცვლა მოგიწევთ.
2. თუ აირჩიეთ კარტი „მაღალი ქურუმი“ ძალიან მალე მიიღებთ ინფორმაციას, რომლის წყალობით ცხოვრებას სხვა თვალით შეხედავთ.
მსგავსი კარტი აჩვენებს სიმშვიდეს, როცა ადამიანი საკუთარ თავში იძირება. როცა მშვიდ გარემოში ყოფნა არა საქმეების გასარკვევად, არამედ უბრალოდ სიჩუმეში დროის გასატარებლად გსურთ. რა თქმა უნდა, პრობლემის გადაჭრას მოგვიანებით შეძლებთ.
3. კარტი „მშვიდობა“ ჩვეულებრივ თქვენს ცხოვრებაში არა ჰარმონიულობას ხაზს უსვამს. ის ამბობს, რომ ძალიან მალე სიმშვიდეს იგრძნობთ და ბედნიერებას მოიპოვებთ. ამ კარტის შეტყობინებაა: „მე დამოუკიდებელი პიროვნება, ბედნიერი და ყველაფრისგან თავისუფალი ვარ“.
„მშვიდობის“ კარტით ადამიანი ყველაზე რთულ და სარისკო სიტუაციებში სრულ გამარჯვებას იგრძნობს. ყველა პრობლემა მოგვარდება, ირგვლივ კარგ ადამიანებს შემოიკრებთ, ხოლო ცუდები თქვენი ცხოვრებიდან გაქრება. ჯანმრთელობა აღდგება.
4. ჩვეულებრივ, ამ კარტს ინტროვერტები ირჩევენ, რომლებიც გარე გავლენის ქვეშ არ ექცევიან და თავს ჩაკეტილ მდგომარეობაში კომფორტულად გრძნობენ. კარტი „განდეგილი“ მიწის და ზეცის ერთიან სიმბოლოს, ცხოვრების გზის და მიზნის ძიებას წარმოადგენს. ბევრ შემთხვევაში შეიძლება მიგანიშნოთ, რომ ძიების გზაზე მასწავლებელ ან დამრიგებელს იპოვით.
ასეთი კარტი შეიძლება იმის ნიშანი იყოს, რომ აუცილებელია საკუთარ თავში გაერკვეთ და მცირე საზრუნავი, ცარიელი გატაცება წარსულში დატოვოთ. განდეგილი თითქოს ამბობს: „შესვენება გააკეთე, წარსული პრობლემების დარდი მოიშორე და ახალი ცხოვრება დაიწყე“.
5. “ეშმაკი“ – პიროვნების ბნელი მხარის სიმბოლოა, ასახავს ბიწიერებას, დამოკიდებულებას, ყველაფერს, რაც ადამიანშია. ამ კარტის შეტყობინებაა: „ჩემი პიროვნების ბნელ მხარეს შევიცნობ და ვაღიარებ“.
მსგავსი ბარათი გაფრთხილებთ, რომ სისუსტეებს არ უნდა დანებდეთ. ხორციელი ძალაც კი შეიძლება სისუსტედ ჩაითვალოს. ამ კარტის ზემოქმედების ქვეშ ადამიანი ვინმეს დაქვემდებარებაში ან რაღაცაზე დამოკიდებული იქნება.
6. “შეყვარებულის“ კარტი მიგანიშნებთ, რომ თქვენს ცხოვრებაში მეორე ნახევარი გამოჩნდება. ამ კარტის არჩევანი დიდ ემოციურ თავისუფლებაზე ან ცხოვრებაში დაუდევრობაზე საუბრობს.
„შეყვარებულის“ კარტი არის წარსული და მომავალი, ძველი და ახალი, შემოსავალი და ვალი. თქვენს ცხოვრებაში შეიძლება გონებასა და გულს შორის შინაგანი კონფლიქტი მოხდეს. არჩევანის გაკეთება გაგიჭირდებათ, მაგრამ ამ არჩევანზე მომავალი მოქმედება იქნება დამოკიდებული. გადაწყვეტილება, რომელსაც თქვენ მიიღებთ, შეიძლება შეეხოს პროფესიულ საქმიანობას, მოგზაურობას, განათლებას, საყოფაცხოვრებო საქმეს და იდეებს.
7. კარტი „მთვარე“ ამბობს, რომ ადამიანს შეიძლება თავდაუჯერებლობა, კომპლექსები ან შინაგანი პრობლემები აწუხებდეს. კარტის შეტყობინებაა: „ჩემს შინაგან სამყაროს ვსწავლობ, რომ ძველი შეცდომები არ გავიმეორო“.
საკუთარ თავში შიშის დამარცხება ისწავლეთ. თუ ადამიანი საკუთარ შიშს გაუმკლავდება, წინ მნიშვნელოვან ნაბიჯს გადადგამს.
8. კარტი „მეეტლე“ ყველაფერი ახლის მიმართ თქვენს მისწრაფებაზე, წინააღმდეგობების გადალახვაზე საუბრობს. ამ კარტის წყალობით ადამიანს მასშტაბური მოქმედების განხორციელება მოუწევს, როგორც პროფესიულ საქმიანობაში, ასევე პირად ფრონტზე. ყველაფერი, რაც გსურთ, ძალიან მალე ახდება, ხოლო მტრები დაგნებდებიან.
ახლა წარმატების გზაზე დაბრკოლებები აღარ შეგხვდებათ. მაშინაც კი, თუ ცოტა ხნის წინ ცხოვრებაში სირთულეები გქონდათ, „მეეტლის“ ბარათი წარსულ პრობლემებს მოგაშორებთ და თქვენი წარმატებისკენ პირველი ნაბიჯის გადადგმაში დაგეხმარებათ.
ასეთ სახის მკითხაობას სერიოზულად არ უნდა მიუდგეთ, თქვენთვის მხოლოდ ყველაზე საჭირო, პოზიტიური იდეები აიღეთ და ცვლილებებს თამამად შეხვდით. ყველაფერი შესანიშნავად იქნება!
თქვენ რომელი კარტი აირჩიეთ? თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.