ექიმი, ფიტოთერაპევტი და დიეტოლოგი ბორის სკაჩკო გიამბობთ, თუ რატომ არის სასარგებლო წიწიბურას ფაფა და როგორ მოვამზადოთ სწორად.
წიწიბურას მარცვლები და წიწიბურას ფაფა პოლისაქარიდ სახამებელს (50-65%) შეიცავს, რომელიც ენერგიის წყაროს წარმოადგენს. ასევე წიწიბურა შეიცავს ცილებს (10-12%), ცხიმებს (3%), B ჯგუფის ვიტამინებს, კალციუმს, ფოსფორს, მაგნიუმს და რკინას. მაგალითად, 100 გრ მარცვლეული რკინის დღიური ნორმის ნახევარს შეიცავს, ამიტომ წიწიბურას კერძის მიღება ანემიის დროს სასარგებლოა.
წიწიბურას დიეტა იმუნიტეტის გაძლიერებაში დაგეხმარებათ. ამავდროულად, წიწიბურას დიეტის დახმარებით შეგიძლიათ წონაში მოიმატოთ და დაკარგული კილოგრამები კვლავ მოიპოვოთ. წიწიბურა წონის დაკლებასა და მომატებაში დაგეხმარებათ, თუ წიწიბურას ფაფას და ფიზიკურ დატვირთვას (სპორტი, ფიტნესი, ბოდიბილდინგი) ერთმანეთს სწორად შეუთავსებთ.
წიწიბურას ფაფა ქრონიკული პანკრეატიტის და ნაწლავების დისბაქტერიოზის დროს სასარგებლოა. მიზნის მიხედვით წიწიბურას ფაფის მომზადების მეთოდი უნდა შეარჩიოთ.
თუ წონის დაკლება გსურთ წიწიბურას მარცვლები გარეცხეთ, მდუღარე წყალი დაასხით და მოხარშეთ. ცოტა მარილი დაუმატეთ, ხოლო ცხიმზე საერთოდ უარი თქვით. მზა ფაფა 10 წუთის განმავლობაში შეჭამეთ, უფრო დიდხანს არა. სასურველია, რომ ჭამიდან 30-40 წუთის შემდეგ ფიზიკური აქტივობით დაკავდეთ.
დიაბეტით დაავადების დროს ფაფა მცირე პორციებით ცხიმითთან ერთად მიიღეთ და 10 წუთით დაღეჭეთ. წიწიბურას დიეტა წონის სწრაფად და ეფექტურად დაკლებაში დაგეხმარებათ: 7-14 დღეში შედეგს დაინახავთ.
თუ წონაში მომატება გსურთ გარეცხილ წიწიბურას მარცვლებს ცივი წყალი 1:2 პროპორციით დაასხით და 3-4 საათით დააყენეთ. როცა მარცვლები გასივდება ამ წყალში მომზადებამდე მოხარშეთ. ფაფა კარაქით მოამზადეთ, ასე წიწიბურას ათვისება გაადვილდება. მინიმუმ 15 წუთით შეჭამეთ. ამის შემდეგ 30-40 წუთით დაწექით ან უბრალოდ მშვიდად დაჯექით და დაისვენეთ.