გამწმენდი და ანთების საწინააღმდეგო სასმელი

0
2942
ფოტო: liveinternet

„კურკუმას სამკურნალო თვისებების შესახებ ცნობილია და მთელ მსოფლიოში ფართოდ გამოიყენება. ეს გასაოცარი სანელებელი ანთებას წარმატებით კურნავს. მას სადეზინფექციო, ანტიოქსიდანტური და ანტისეპტიკური თვისებები გააჩნია.”

თუ კურკუმას თავის ყოველდღიურ რაციონს დაუმატებთ, იმუნიტეტი გაძლიერდება, სისხლის მიმოქცევა გაუმჯობესდება და ნივთიერებათა ცვლა ჩქარდება.

დღეს „პაპარაცი“ არა მხოლოდ გემრიელი, არამედ სასარგებლო სასმელის რეცეპტს გიზიარებთ. ის ჭარბი კილოგრამების მოშორებაში დაგეხმარებათ და ორგანიზმს ტოქსინებისგან გაწმენდს.

ინგრედიენტები:

  • 1 ლ წყალი
  • 0,5-1 ლიმონი
  • 50 გრ თაფლი
  • 2 ჩ/კ კურკუმა

მომზადების და გამოყენების მეთოდი:

  1. წყალი აადუღეთ, ცოტა გაგრილება აცადეთ, ქილაში გადაასხით. თბილ წყალს თაფლი და კურკუმა დაუმატეთ.
  2. ლიმონი კარგად გარეცხეთ (შეგიძლიათ მდუღარე წყალი გადაავლოთ) და ცედრასთან ერთად წვრილ სახეხზე გახეხეთ.
  3. სასმელი 24 საათით დააყენეთ. გამოყენების წინ სასმელი გადაწურეთ.
  4. 120 მლ სასმელი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე დალიეთ. მიღების კურსი – 3 კვირა.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი